ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ცვლილება არიზონას პროგრამის ვადებში

განცხადებები

ცვლილება პროგრამის ვადებში: არიზონასა და ილიას უნივერსიტეტების ერთობლივი პროგრამების ვადები იცვლება!

გაცნობებთ, რომ არიზონასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების ერთობლივი პროგრამების განაცხადების ჩაბარებისბოლო ვადად 10 ნოემბრის ნაცვლად 20 ნოემბერი დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ პროგრამები მოიცავს აკადემიურ ოთხთვიან კურსს სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდებში და განკუთვნილია დოქტორანტებისა და ასისტენტ-პროფესორებისათვის. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაიარონ კურსი ონლაინ ტრენინგების მეშვეობით ან გაემგზავრონ არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ადგილზე დაესწრონ ლექციებს.   

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ესტუმროთ ვებ გვერდს: www.iliauni.edu.ge/arizona

ბანერები