ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 34-ე და 35-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 აგვისტოს №664 ბრძანებით დამტკიცებული ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 54-ე, 55-ე მუხლების, "ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსის ჩატარების წესის", 22-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ფაკულტეტის დეკანის დავით თარხნიშვილის 2009 წლის 15 აგვისტოს №02-6556 წარდგინების, 2009 წლის 14 აგვისტოს ფაკულტეტის საბჭოს №52 სხდომის ოქმის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. 2009 წლის 20 აგვისტოდან გამოცხადდეს ღია კონკურსი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად: ა) უმაღლეს მცენარეთა სისტემატიკის მიმართულებით ასისტენტ პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე;ბ) მოლეკულური ნეირობიოლოგიის მიმართულებით ასისტენტ პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე;გ) ნეირობიოლოგიის მიმართულებით ასისტენტ პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე;დ) ბიოქიმია ბიოტექნოლოგიის მიმართულებით ასისტენტ პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე.ე) ბოტანიკის მიმართულებით ასისტენტ პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე.ვ) კონსერვაციული გენეტიკის მიმართულებით ასისტენტ პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე.2. კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.3. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:ა) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ანკეტა ( შევსებული);ბ) პირადობის მოწმობის ასლი;გ)ოთხი ფოტოსურათი 3X4;დ)შესაბამისი სამეცნიერო ან აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთის ასლი;ე)ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარს;ვ)ერთი სასწავლო კურსის სასწავლო გეგმა ( სილაბუსი);ზ) კანდიდატს შეუძლია აგრეთვე წარმოადგინოს სხვა საბუთები, რომლებიც ადასტურებს მის შესაბამისობას ამ ბრძანების მე-5 მუხლში ჩამოთვლილ კრიტერიუმებთან; 4. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირს, კერძოდ:ა) ასისტენტ პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან უნდა იყოს დოქტორანტი. 5. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა პირადი მონაცემების შეფასება მოხდება შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობიდან შექმნილი კომისიის მიერ. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიღებულ უნდა იქნას შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები:ა) კანდიდატის უნარი, მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნების საფუძველზე ასწავლოს კურსები შესაბამის სპეციალობაში;ბ) პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;გ) სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო ათი წლის განმავლობაში);დ) კვლევისათვის სახსრების მოძიებისა და კვლევითი სამუშაოების ორგანიზების გამოცდილება;6. საბუთების მიღება იწარმოებს ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატში. საბუთების მიღება დაიწყება 2009 წლის 20 აგვისტოდან. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 18 სექტემბერი. საკონკურსო საბუთების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების წარდგენის საბოლოო ვადაა 2009 წლის 28 სექტემბერი.7. საბუთები აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი აგრეთვე ელექტრონული ფორმით ( სამეცნიერო ნაშრომის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა არ არის აუცილებელი). საბუთების ელექტრონული ვერსია უნდა იქნეს მოწოდებული ან დისკით, ან გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: uni@iliauni.edu.ge 8. ამ ბრძანების ფაკულტეტზე თვალსაჩინო ადგილას გამოკვრა დაევალოს ფაკულტეტის დეკანის თანაშემწეს;9. კანცელარიას დაევალოს ბრძანების ასლების გადაცემა შემდეგი სტრუქტურებისთვის: ხარისხის უზრუინველყოფის სამსახური, ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, საფინანსო სამმართველო, რექტორის აპარატი, ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტი.10. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურებს დაევალოს ბრძანების უნივერსიტეტის საიტზე და მედიის ბეჭდვით საშუალებებში განთავსება.

რექტორი გიგი თევზაძე

ბანერები