ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

CIFE-ის სასტიპენდიო პროგრამა დოქტორანტებისთვის - ,,ევროკავშირი, ცენტრალური აზია და კავკასია საერთაშორისო სისტემაში“ (EUCACIS)

განცხადებები

CIFE აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას დოქტორანტებისთვის: ,,ევროკავშირი, ცენტრალური აზია და კავკასია საერთაშორისო სისტემაში“ (EUCACIS). EUCACIS-ის დოქტორანტების მხარდასაჭერი პროგრამა ითვალისწინებს ყოველთვიურ სტიპენდიას მათთვის, ვინც მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე პოლიტიკის მეცნიერებების, თანამედროვე ისტორიის ან ეკონომიკის მიმართულებით.

ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 300 ევროს, კვლევის მიზნით სამოგზაურო სტიპენდია კი - 500 ევროს.

პროგრამა ითვალისწინებს ინტენსიურ სადოქტორო კვლევით ტრენინგებს:

  • 4 საერთაშორისო კონფერენცია - ალმათი, ბერლინი, ერევანი და ბიშკეკი;
  • 3 სადოქტორო სკოლა - ბერლინი, ერევანი და სტამბული;
  • სამკვირიანი კვლევითი ტრენინგი - ბერლინი.

ტრენინგებთან დაკავშირებულ სამოგზაურო და საცხოვრებლ ხარჯებს ფარავს პროგრამა.

აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა: 2016 წლის 31 მაისი

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ და სააპლიკაციო მოთხოვნები იხილეთ ბმულზე: http://www.cife.eu/en/4/call-for-applications_129-1

ბანერები