ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

„ჩემი სამშობლო - ჩემი ჯარისკაცი!“

ტელეკომპანია საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია ატარებს ფოტო, ვიდეო და მუსიკალურ კონკურსს - „ჩემი სამშობლო - ჩემი ჯარისკაცი!"

კონკურსის მიზანია ეროვნული და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში.

კონკურსში გამარჯვებული 3 პროექტი დაჯილდოვდება ფულადი პრემიით, საუკეთესო ნამუშევრები კი წახალისდება სპეციალური პრიზებით. საუკეთესო ნამუშევრებს და მათ შორის გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

კონკურსი 28 აპრილს ქ. ბათუმში, აჭარის სახელმწიფო მუზეუმში ფოტოგამოფენით გაიხსნება. მეორე საკონკურსო დღე კინოთეატრ „თბილისში" ფილმების ჩვენებას დაეთმობა. კონკურსი 30 აპრილს ქ. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო თეატრში გალა კონცერტით დასრულდება, სადაც საუკეთესო ნამუშევრები გამოვლინდება და მათი დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. კონკურსის ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი და სამივე საკონკურსო დღე გაშუქდება მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით. გალა კონცერტის სატელევიზიო ვერსია გავა ტელეკომპანია „საქართველოს" ეთერში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველები დაგვიკავშირდნენ ტელეკომპანია „საქართველოს";
მის: ქ. თბილისი ვაჟა-ფშაველას გამზ. #45, მე-4 სართული.
ტელ.: (995 32) 32 24 22

განაცხადები მიიღება 10 აპრილამდე.

ბანერები