ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სარესურსო ცენტრი საგაზაფხულო სესიები 2010

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სარესურსო ცენტრი (CRC) აცხადებს კონკურსს 2010 წლის გაზაფხულზე ერთკვირიან სესიებში მონაწილეობის მისაღებად.კონკურსში გამარჯვებულთათვის გათვალისწინებულია ვიზიტი უნივერსიტეტში, სადაც ექნებათ საშუალება, დაამუშავონ სასწავლო პროგრამა, ისარგებლონ ბიბლიოთეკით.კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

• ასწავლიდეს უმაღლეს სასწავლებელში სოციალურ ან ჰუმანიტარულ დისციპლინას, ამზადებდეს ახალ სასწავლო კურსს ან სრულყოფდეს არსებულს;

• ფლობდეს ინგლისურ ენას;

• წარმოადგინოს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:http://www.cie.ge/?i=8&l=2&i2=451

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,

ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18

(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები