ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს მიღებას 2016-2017 სასწავლო წლისათვის

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) - ინგლისურენოვანი უმაღლესი სასწავლებელია მდებარეობს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში.

ეს საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელშიც სწავლობს 100 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, პროფესორ-მასწავლებლები კი წარმოდგენილნი არიან 40 სხვადასხვა ქვეყნიდან, აკრედიტებულია როგორც უნგრეთში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

CEU-ს ბიზნესის სკოლა სტუდენტებს 2017 წლისთვის სთავაზობს შემდეგ სტიპენდიებს:

  1. NASDAQ-ის სტიპენდიები: ითვალისწინებს სრულ დაფინანსებას კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის, საინჟინროს, ეკონომიკისა და სხვ. მიმართულებების წარჩინებული სტუდენტებისათვის.
  2. Empiricus-ის სტიპენდიები: ითვალისწინებს სწავლის საფასურის ნაწილობრივ დაფინანსებას, ასევე _ სტაჟირების შესაძლებლობას.
  3. ლონდონის საინვესტიციო ფირმის სტიპენდია: ითვალისწინებს სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას და ასევე სტაჟირების შესაძლებლობას ლონდონში.

2017 წლის ზამთრის სემესტრისთვის აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2016 წლის 3 ოქტომბერი.

2017 წლის შემოდგომის სემესტრისთვის _ 2016 წლის 1-ლი აპრილი.

აპლიკაციისთვის იხილეთ ბმული:

http://business.ceu.edu/msc-in-finance

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე და თანდართულ დოკუმენტში.

https://www.facebook.com/peter.szilagyi.100

https://www.linkedin.com/pulse/ceu-msc-finance-nasdaq-empiricus-big-data-jan-2017-sep-peter-szilagyi?trk=pulse_spock-articles

https://twitter.com/Peter_CEUFin

 

ბანერები