


ბრუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი ოდ მერლენი კადიროვის ჩეჩნეთის და რუსეთის შესახებ
ოთხშაბათს, 15 აპრილს, 17.00 საათზე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა კორპუსის (ჭავჭავაძის გმ.#32) 101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია და დისკუსია: "კადიროვის ჩეჩნეთი: შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ ომი დამთავრდა? როგორ მიმდინარეობს მოსკოვსა და კადიროვის ჩეჩნეთს შორის მოლაპარაკებების პროცესი ტრანზაქციებთან დაკავშირებით" და ჩრდილოეთ კავკასია "ვერტიკალური ხელისუფლების" ჩარჩოში მიმდინარე ტენდენციების განხილვა. საუბარი შეეხება ჩეჩნეთის მოსაზღვრე რესპუბლიკებს დაღესტანსა და ინგუშეთს.
პროსეფორი ოდ მარლენი არის ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის (ფრანგულენოვანი უნივერსიტეტი) პოლიტიკური მეცნირებების დეპარტამენტის რუსეთ-დსთს კათედრას ხელმძღვანელობს.
მისი სალექციო კურსები მოიცავს შემდეგ თემატიკას: რუსეთის პოლიტიკური რეჟიმები, რუსეთის საგარეო პოლიტიკა და კავკასია. მის მიერ ჩატარებული კვლევა ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებს ეხება. ოდ მერლენის სადოქტორო ნაშრომი მიეძღვნა იდენტობის მობილიზაციასა და პოსტსაბჭოთა რეკომპოზიციას ჩრდილოეთ კავკასიის მაგალითზე.
ის მონაწილეობდა კოლექტიური კრებულებისა და ნაშრომების გამოქვეყნებაში, მაგალითად: ჩეჩნეთი, ათი გასაღები მის გასაგებად. (La découverte, 2003, rééd. 2005);
ანნ ლე ჰეროუ, ამანდინ რეგამეი, სილვია სერანო: ჩეჩნეთი, რუსეთის შიდა საკითხი? რუსები და ჩეჩნები ომის მარწუხებში, Autrement, Paris, 2005.; ის იყო სამეცნიერო კრებულის რედაქტორი "სად მიდის რუსეთი?" 2007, Editions universitaires de Bruxelles; მან ასევე თარგმნა მარიბექ ვაჩანგაევის სადისერტაციო ნაშრომი "არწივი და მგელი, ჩეჩნეთი XIX საუკუნის კავკასიის ომში" Buchet Chastel, 2008.