ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ბიზნესის სკოლა აცხადებს მიღებას 2014-2015 სასწავლო წლისათვის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა აცხადებს მიღებას 2014-2015 სასწავლო წლისათვის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

1.  Business Administration (Eng); ტესტის ტიპი –E;
2.
ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი; საბანკო და საფინანსოსაქმე,  ტურიზმის მენეჯმენტი) ტესტის ტიპი –E;
3.
 სადაზღვევო საქმე; ტესტის ტიპი - E;
4.
ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი; ტესტის ტიპი - A;

მოთხოვნები

1. Business Administration (Eng) სამაგისტრო პროგრამაზე  ჩარიცხვისთვის:

1.მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა ჩააბაროს  ერთიანი სამაგისტრო გამოცდა (ტესტის ტიპი E)  და გადალახოს ოთხიდან  სამი კომპონენტის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

2.აპლიკანტმა  სამაგისტრო პროგრამებზე მიღების ვადებში ინგლისურ ენაზე უნდა წარმოადგინoოს (ელექტრონულად გამოაგზავნოს)  ესეი -სამოტივაციო წერილი და რეზუმე   ელ.ფოსტაზე: admission_business2014@iliauni.edu.ge

2. კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B2  დონეზე. მისი ინგლისური ენის კომპეტენცია შეფასდება ინგლისური ენის გამოცდით ( მოდელად აღებულია ინგლისური ენის დონის დამადგენელი საერთაშორისო ტესტი - IELTS).

სამაგისტრო პროგრამაზე Business Administration (Eng) მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული ქულა განისაზღვრება ესეში მიღებული შეფასების შეწონილი ქულის, ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული შეფასების შეწონილი ქულის  და რეზუმეს გათვალიწინებით. კერძოდ:

მაქსიმალური რეიტინგული ქულა

ესეს შეწონილი ქულა

განათლება

სამუშაო გამოცდილება

ინგლისური ენის გამოცდის შეწონილი ქულა

40

10

 5

5

20

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2, სამაგისტრო პროგრამაზე - ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი; საბანკო და საფინანსო ტურიზმის მენეჯმენტი) - ჩარიცხვისთვის:

1.მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა ჩააბაროს  ერთიანი სამაგისტრო გამოცდა (ტესტის ტიპი E) და გადალახოს ოთხიდან  სამი კომპონენტის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

2. აპლიკანტმა სამაგისტრო პროგრამებზე მიღების ვადებში უნდა წარმოადგინოს/ელექტრონულად გამოაგზავნოს  ესეი -სამოტივაციო წერილი და რეზუმე   ელ.ფოსტაზე: admission_business2014@iliauni.edu.ge

სამაგისტრო პროგრამაზე ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი; საბანკო და საფინანსო ტურიზმის მენეჯმენტი) მაგისტრანტობის კანდიდატის რეიტინგული ქულა განისაზღვრება ესეში მიღებული შეფასების შეწონილი ქულისა და რეზუმეს რეიტინგული ქულის გათვალიწინებით. კერძოდ:

მაქსიმალური რეიტინგული ქულა

ესეს შეწონილი ქულა

განათლება

სამუშაო გამოცდილება

20

10

 5

5

 

 

 

 

 

 

 

 

 3, სამაგისტრო პროგრამაზე - სადაზღვევო საქმე  ჩარიცხვისთვის:

1.მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა ჩააბაროს  ერთიანი სამაგისტრო გამოცდა (ტესტის ტიპი E) და გადალახოს ოთხიდან  სამი კომპონენტის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

2. აპლიკანტმა სამაგისტრო პროგრამებზე მიღების ვადებში უნდა წარმოადგინოს/ელექტრონულად გამოაგზავნოს  ესე -სამოტივაციო წერილი და რეზუმე   ელ.ფოსტაზე: admission_business2014@iliauni.edu.ge

სამაგისტრო პროგრამაზე სადაზღვევო საქმე  მაგისტრანტობის კანდიდატის რეიტინგული ქულა განისაზღვრება ესეში მიღებული შეფასების შეწონილი ქულისა და რეზუმეს რეიტინგული ქულის გათვალიწინებით. კერძოდ:

მაქსიმალური რეიტინგული ქულა

ესეს შეწონილი ქულა

განათლება

სამუშაო გამოცდილება

20

10

 5

5

 

 

 

 

 

 

 

 

 4.სამაგისტრო პროგრამაზე - ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი ( საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის პოლიტიკა; ჯანდაცვის პოლიტიკა და ჯანდაცვის ეკონომიკა; ჯანდაცვის მენეჯმენტი; ფარმაციის მენეჯმენტი) ჩარიცხვისთვის:

 1. მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა ჩააბაროს  ერთიანი სამაგისტრო გამოცდა (ტესტის ტიპი A) და გადალახოს ოთხიდან  სამი კომპონენტის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

2. აპლიკანტმა სამაგისტრო პროგრამებზე მიღების ვადებში უნდა წარმოადგინოს/ელექტრონულად გამოაგზავნოს  ესე -სამოტივაციო წერილი და რეზუმე   ელ.ფოსტაზე: admission_business2014@iliauni.edu.ge

სამაგისტრო პროგრამაზე - ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი ( საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის პოლიტიკა; ჯანდაცვის პოლიტიკა და ჯანდაცვის ეკონომიკა; ჯანდაცვის მენეჯმენტი; ფარმაციის მენეჯმენტი) მაგისტრანტობის კანდიდატის რეიტინგული ქულა განისაზღვრება ესეში მიღებული შეფასების შეწონილი ქულისა და რეზუმეს რეიტინგული ქულის გათვალიწინებით. კერძოდ:

მაქსიმალური რეიტინგული ქულა

ესეს შეწონილი ქულა

განათლება

სამუშაო გამოცდილება

20

10

 5

5

 

 

 

 

 

 

 

 

(ესეს შედგენის რეკომენდაციები და შეფასების კრიტერიუმები  იხ. თანდართული ფაილის სახით - დანართი 1)

(ინგლისური ენის გამოცდის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. თანდართული ფაილის სახით - დანართი 2)

რეგისტრაცია
საბუთების მიღება იწარმოებს 2014 წლის 11 აგვისტოდან  1 სექტემბრის  ჩათვლით, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18.00 საათამდე  (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, ოთახი E307).

რეგისტრაციის დროს მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
1.განაცხადის ფორმა (ივსება ადგილზე);
2.
პირადობის მოწმობა და მისი ასლი; უცხო ქვეყნის მომქალაქის შემთხვევაში - პასპორტი ( ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
3.
საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში საგამაცდო პლასტიკური ბარათი და მისი ასლი.
4.
ორი ფოტოსურათი და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
5.
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო   დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ; უცხოეთში  მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ  ცნობაში მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი;
6.
სამხედო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი ცნობა (მოეთხოვებათ ვაჟებს)
(იმ შემთხვევაში თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით გაფორმებული მინდობილობა)

შიდა გამოცდებისა (სამოტივაციო წერილი/ესეი, ტესტირება ინგლისურ ენაში) და მისი შედეგების გამოქვეყნების  ვადები:

1.ესე-მოტივაციის ელექტრონული  ვერსია 2013 წლის 11 აგვისტოდან 1 სექტემბრის  ჩათვლით უნდა გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე - admission_business2014@iliauni.edu.ge
2.
ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის ინგლისურ ენაში  გამოცდა ჩატარდება 3-4  სექტემბერს (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, ოთახი E407). დეტალური ინფორმაცია ინგლისური ენის გამოცდის საaთის შესახებ განთავსდება ვებ.გვერდზე 2  სექტემბერს.
შიდა გამოცდების (ესეი, ინგლისური ენის გამოცდის) შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ. გვერდზე 10  სექტემბერს.
სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 11 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, ოთახი E305).
აპელაციის გათვალისწინებით საბოლოო შედეგები (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია და სათადარიგო სია) უნივერსიტეტის ვებ.გვერდზე  განთავსდება 2014 წლის 16  სექტემბერს.

ხელშეკრულების გაფორმების ვადები

ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატთა  ხელშეკრულების გაფორმების ვადები:  2014 წლის 17  სექტემბრიდან - 20  სექტემბრის ჩათვლით, ყოველ დღე, 10:00 -  18:00 საათამდე, ოთახი E 302;
სათადარიგო სიის მიხედვით ხელშეკრულებების გაფორმება მოხდება 21სექტემბრიდან 23  სექტემბერს  ჩათვლით, ყოველ დღე, 10:00 -18:00 საათამდე. ოთახი E 302;
ჩარიცხულ მაგისტრანტთა სია  გამოქვეყნდება ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე  2014 წლის  24 სექტემბერს.

მაგისტრანტობის კანდიდატთა რანჟირებული სია  წარედგინება უნივერსიტეტის რექტორს 2014 წლის 24 სექტემბერს.
ის მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც დადგენილ ვადებში (ძირითადი სიისთვის - 16-20 სექტემბერი; სათადარიგო სიისთვის 21-23 სექტემბერი) არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, კარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

იმ შემთხვევაში თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით გაფორმებული მინდობილობა.

თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ერთზე მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება უნდა გააფორმოს მხოლოდ ერთ პროგრამაზე.

სამაგისტრო პროგრამებზე მიღების მსურველთათვის ღია კარის დღე ჩატარდება 21,22 ივლისს 18:00 საათზე,  E 406 აუდიტორიაში (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, მეოთხე სართული).

მაგისტრატურაში სწავლის მსურველები შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
ლიკა ბურდულს,
სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი,
Lika_burduli@iliauni.edu.ge
ტელ:  2 22 50 85;

 

ბანერები