ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ბიზნესის სკოლა აცხადებს მიღებას 2014-2015 სასწავლო წლისათვის შემდეგ სადოქტორო პროგრამაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა აცხადებს მიღებას  შემდეგ სადოქტორო პროგრამაზე - ბიზნესის ადმინისტრირება - 4 უფასო ადგილზე.

ბიზნესის სკოლის დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა 2014 წლის 14 ნოემბრიდან 15 დეკემბრის 18:00 საათის ჩათვლით, ბიზნესის სკოლის ელ. მისამართზე (phd_admission@iliauni.edu.ge) უნდა გადმოაგზავნონ  შემდეგი დოკუმენტაცია (დასკანერებული):

ა) შევსებული ანკეტა;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი   ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის.
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) 2 ფოტოსურათი 3X4–ზე;
ვ) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო ვალიდური სერთიფიკატი (TOEFL, IELTS, FCE) ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (დიპლომის ვალიდობა უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) იმ შემთხვევაში თუ დოქტორანტობის კანდიდატს მაგისტრატურის საფეხური დამთავრებული აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან - დიპლომთან ერთად  უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
ვ) შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე მიღების მიზნებისათვის დამტკიცებული, აპლიკანტის ან მისი  პოტენციური ხელმძღვანელის მიერ შევსებული სააპლიკაციო ფორმა. 

პროგრამის პროფესურა

დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, (გარდა იმ პირებისა, რომლებიც გათავისუფლებული იქნებიან ინგლისური ენის გამოცდიდან) რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია, წერილობითი გამოცდა ინგლისურ ენაში ჩაუტარდებათ 2014 წლის 20 დეკემბერს;

ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც რეგისტრაციის დროს წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადატურებელ ვალიდურ საერთაშორისო სერთიფიკატს (TOEFL, IELTS, FCE)  და ასევე ის პირები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს (დიპლომის ვალიდობა უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
ინგლისური ენის გამოცდის მინიმალური ბარიერია - 65 ქულა;
ინგლისური ენის გამოცდის შედეგები უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსდება 2014 წლის 20 დეკემბერს;
ინგლისური ენის  გამოცდასთან დაკავშირებით  სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 23-24 დეკემბერს უნივერსიტეტის კანცელარიაში (მის: ჩოლოყაშვილის 3/5);

ინგლისური ენის  გამოცდის შედეგები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსდება 2014 წლის 26 დეკემბერს; იხილეთ საგამოცდო ტესტის ნიმუში და პასუხები
ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში განიხილება კვლევითი განაცხადი;

კვლევითი განაცხადის შეფასება (მინიმალური მისაღები ზღვარი 3 ქულა) უნივერსიტეტის ვებ-გვედზე განთავსდება 2015 წლის 26 იანვარს;
კვლევითი განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით  სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 2015 წლის 27, 28 და 29 იანვარს, უნივერსიტეტის კანცელარიაში (მის: ჩოლოყაშვილის 3/5);

კვლევითი განაცხადის შეფასება აპელაციის შედეგების გათვალისწინებით უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსდება 2015 წლის 2 თებერვალს;

იმ კანდიდატთათვის, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ინგლისური ენის გამოცდა და კვლევით განაცხადში მიიღეს დადებითი შეფასება გასაუბრება ჩატარდება 2015 წლის 4, 5 და 6 თებერვალს  10:00 საათზე (მის: ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E401);

გასაუბრების შედეგები უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსდება 2015 წლის 9 თებერვალს;

გასაუბრების შედეგებთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 10, 11 და 12 თებერვალს უნივერსიტეტის კანცელარიაში (მის: ჩოლოყაშვილის 3/5);

სააპელაციო კომისიების წინაშე გასაუბრება ჩატარდება 2015 წლის 16 თებერვალს;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლას  დაევალოს  2015 წლის 18 თებერვალს  ჩასარიცხ კანდიდატთა საბოლოო სია, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, განათავსოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სადოქტორო საფეხურზე ჩასარიცხი კანდიდატები სწავლის გაგრძელების სურვილის დასადასტურებლად და ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ადმინისტრაციაში, მის: ჩოლოყაშვილის გამზ 3/5, E კორპუსი, ოთახი E303, 2015 წლის 19 და 20 თებერვალს  და თან უნდა იქონიონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი);
ბ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (ორიგინალი)   ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის (ორიგინალი);
გ) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო ვალიდური სერთიფიკატი (TOEFL, IELTS, FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში)(ორიგინალი);
დ) ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (დიპლომის ვალიდობა უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) (ორიგინალი);
ე) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატს მაგისტრატურის საფეხური დამთავრებული აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან - დიპლომთან ერთად  უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ (ორიგინალი);

წარმატებულ კანდიდატთა ჩარიცხვა მოხდება 2015 წლის  23 თებერვალს

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ  დარეკოთ ტელ. ნომერიზე  2 22 77 90.  - საკონტაქტო პირი თამარ თაყაიშვილი

ბანერები