ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ბიზნესინკუბატორი – მეორე ეტაპი

განცხადებები

დაიწყო ბიზნესინკუბატორის მეორე ეტაპი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაზაზე ინოვაციური იდეების ოპტიმიზაციისათვის შეიქმნა ,,ბიზნესინკუბატორი“ - სივრცე, სადაც სტუდენტები შეძლებენ განახორციელონ ინოვაციური ”სტარტაპ”-პროექტები. პროექტის პარტნიორი საქპატენტია, მხარდამჭერები - მიჩიგანის როსს-ბიზნესსკოლა და ლიმერიკის უნივერსიტეტი.

ბიზნესინკუბატორის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს აქვთ უნიკალური შანსი, შექმნან საკუთარი ბიზნესი, სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად კი ისარგებლონ ბიზნესის სკოლაში არსებული 3D ცენტრით.

ინკუბატორის მეორე ეტაპს უხელმძღვანელებს სპრინგ-არბორის უნივერსიტეტის (მიჩინიგანი, აშშ) პროფესორი, ჯორჯ გრიფინი, ჯგუფების ხელმძღვანელები კი იქნებიან  როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის, ასევე ევროპისა და აშშ-ის უნივერსიტეტების მოწვეული პროფესორები.

რა არის საჭირო პროექტში მონაწილეობისთვის


• პროექტში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.
• პროექტში მონაწილეობისათვის შეავსეთ განაცხადი  და გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: bsn.incubator@iliauni.edu.ge
• განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია 30 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით.

განაცხადის ფორმა (გადადით ბმულზე)


ბიზნესპროექტის შერჩევისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:


• ინოვაციურობა;
• აქტუალობა;
• განხორციელების დრო და შესაძლებლობა;
• მომხმარებლისთვის ინოვაციის გამოყენების სიხშირე;
• მასშტაბურობა (არსებულ რეალურ რესურსებთან შესაბამისობა).

ბანერები