ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ბიბლიოთეკის ვაკანსიებზე შესარჩევი ტურის შედეგები

განცხადებები

დასრულდა 2011 წლის 12 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით შემოსული განაცხადების განხილვა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შემოიტანა 888-მა კანდიდატმა. კანდიდატთა სრული ნუსხა იხილეთ ბმულზე: >>

კონკურსის პირველ ეტაპზე დაგეგმილ ტესტირებაზე ზოგად უნარებში მონაწილეობის მისაღებად  შერჩეულია 223 კანდიდატი.  შერჩეულ კანდიდატთა სრული ნუსხა იხილეთ ბმულზე: >>
 

ტესტირება ზოგად უნარებში


თარიღი: 4 თებერვალი, 2011 წ.

დრო:

11:00 სთ. - რეგისტრაციის დაწყება

11:50 სთ. - რეგისტრაციის დასრულება

12:00 სთ. -  გამოცდის დაწყება

14:30 სთ. - გამოცდის დასრულება.

მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A კორპუსი, ილია ჭავჭავაძის გამზირი # 32, ოთახები A207 (მეორე სართული), A305 და A 307 (მე-3 სართული). შერჩეულ კანდიდატთა ნუსხაში მითითებულია კონკრეტული ოთახის ნომერი.

აუცილებელი დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.


გაფრთხილება:


1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის  გარეშე კანდიდატები გამოცდაზე არ დაიშვებიან.

2. კანდიდატები უნდა გამოცხადდნენ არაუგვიანეს 11.30 საათისა.

3. დაგვიანებული კანდიდატები გამოცდაზე არ დაიშვებიან.
 

გისურვებთ წარმატებებს!

ბანერები