ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პრეზიდენტის, პროფესორ გიუნტერ მ. ციგლერის მხარდაჭერის წერილი
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს
რექტორს, პროფესორ ნინო დობორჯგინიძეს
კოლეგების მეშვეობით, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორთან საქართველოში, და საერთაშორისო სამსახურის თანამშრომლების დახმარებით, ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს განათლების სფეროს ბოლოდროინდელ პროცესებს.
ჩვენ, წარმომადგენლები ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტისა, რომლის ფუნდამენტური პრინციპებია აკადემიური თავისუფლება და ინსტიტუციური ავტონომია, ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ გამოცხადებული რეფორმების შესაძლო გავლენის გამო როგორც, ზოგადად, საქართველოზე, ისე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზე.
გიდასტურებთ ჩვენს მტკიცე ინსტიტუციურ სოლიდარობას და გამოვხატავთ მზადყოფნას, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ორმხრივი თანამშრომლობა კვლევისა და განათლების სფეროებში გამორჩეული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრენინგების შემოთავაზებით.
მოგეხსენებათ, ვემზადებით რეგიონული კვლევების ორმაგი დიპლომის პროგრამის დაწყებისთვის და ჩვენმა ინიციატივამ მოიცვა ისტორიის, პოლიტიკის მეცნიერებისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულებებიც ახალგაზრდა მკვლევრების მოსამზადებლად და ერთობლივი პროექტების განვითარების ხელშესაწყობად. ყველა ეს წამოწყება ამჟამად საფრთხის წინაშეა; მათი შეფერხება გავლენას მოახდენს არა მხოლოდ საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროზე, არამედ ჩვენს მიზანზეც – საქართველოს უფრო მჭიდრო ინტეგრაციაზე ევროპულ სამეცნიერო საზოგადოებაში.
გთხოვთ, შეგვატყობინოთ, თუ სხვა გზითაც შესაძლებელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერა. თქვენი ინსტიტუტი არის ორიენტირი, თანამედროვე უნივერსიტეტი საქართველოში, რომლის გავლენა ვრცელდება რეგიონზე და იმსახურებს მაქსიმალურად ძლიერ მხარდაჭერას.
სოლიდარობითა და საუკეთესო სურვილებით,
პროფესორი, დოქტორი გიუნტერ მ. ციგლერი
ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პრეზიდენტი
19.03.2026