ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ბერლინის სამხარეო პარლამენტის სტიპენდიები

განცხადებები

სტიპენდია განკუთვნილია ბერლინთან და ზოგადად გერმანიასთან დაკავშირებული საკითხების მკვლევართათვის. აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ ისწავლონ და განახორციელონ კვლევა გერმანიაში. პროგრამის პარტნიორები არიან: ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებსაც მოპოვებული აქვთ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი და აქტიურად არიან ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში.

სტუდენტებისთვის მინიმალური ასაკი არის 25 წელი, დოქტორის ხარისხის მქონე მეცნიერთათვის კი - 35 წელი.

სტუდენტებისთვის ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს საშუალოდ 770 ევროს, მეცნიერებისთვის კი - 1300 ევროს. მათ დამატებით აუნაზღაურდებათ მგზავრობისა და საცხოვრებელის ხარჯები.

პროგრამის ხანგრძლივობაა ერთი აკადემიური წელი - 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

განაცხადისთვის კანდიდატებმა გერმანულ ენაზე უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- ტაბელარული ბიოგრაფია ფოტოსურათთან ერთად;
- დაგეგმილი კვლევის დეტალური აღწერა;
- ბერლინის უნივერსიტეტთან ან კვლევით დაწესებულებასთან (რომელშიც დაგეგმილია კვლევის განხორციელება) კონტაქტის დამადასტურებელი კორესპონდენციის ასლი;
- ორი სარეკომენდაციო წერილი პროფესორებისგან, რომლებსაც შეუძლიათ კანდიდატის სამეცნიერო უნარ-ჩვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- სკოლის ატესტატის ასლი (ნიშნების ფურცელთან ერთად);
- დიპლომის ასლი (ნიშნების ფურცელთან ერთად);
- გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი მოწმობა.
ნიშნების ფურცლებს სასურველია თან დაერთოს შეფასების სისტემის ახსნა-განმარტება.
ოფიციალური დოკუმენტები ინგლისურ ან გერმანულ ენებზე უნდა ითარგმნოს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 დეკემბერი, 2010.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://www.parlament-berlin.de/pari/web/wdefault.nsf/vHTML/G13?OpenDocument ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

ბანერები