ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ბალტიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

განცხადებები

2012 წლის 29 ივლისიდან 12 აგვისტომდე ტალინში, რიგასა და ვილნიუსში გაიმართება რიგით IV ბალტიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა (IBSS), რომელიც თემატურად ეკონომიკის სფეროს შეეხება.

საზაფხულო სკოლა ჩატარდება სამივე ქალაქში (29.07-02.08 ტალინი, 02.08-07.08 რიგა და 07.08-12.08 ვილნიუსი) და მას უმასპინძლებს სამი წამყვანი ბიზნეს სკოლა, ესენია: ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნეს ადმინისტრირების სკოლა, სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლა რიგაში და მართვისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი ლიტვაში.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბოლო კურსის ბაკალავრებს და მაგისტრანტებს.

რეგისტრაციის დასრულების თარიღია 15.06.2012.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ http://www.balticsummerschool.eu/.

ბანერები