ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ახალი სამაგისტრო პროგრამა: ინფორმაციის მენეჯმენტი

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ინფორმაციის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე.

პროგრამის მიზანია
კვალიფიციური კადრების განვითარების გზით ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული მონაცემების ხელმისაწვდომობას, საერთაშორისო ინფორმაციულ სისტემებთან თავსებადობას და ეფექტურად მართვას. ინფორმაციის მენეჯერი არის პიროვნება, რომელიც ინსტიტუციის კონკრეტული ამოცანიდან გამომდინარე, სტრატეგიული ხედვისა და პროფილის შესაბამისად, გეგმავს და მართავს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციისა და გავრცელების პროცესებს.

სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადა იწურება 2010 წლის 10 მაისს. იჩქარეთ და არ დაკარგოთ შანსი ჩააბაროთ 2010-2011 წლის სამაგისტრო პროგრამებზე!

ილიაუნის 2010-2011 წლის სამაგისტრო პროგრამები სრულად იხილეთ ბმულზე.>>

 

ბანერები