ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ახალი კურსი - ევროპული სამეზობლო

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გთავაზობთ ახალ კურსს - ”European Neighborhood From the Perspective of the ”Visegrad Four”, რომელსაც წაიკითხავენ ქართველი, პოლონელი და სლოვაკი პროფესორები,.
 
კურსის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის ფარგლებში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანების, ე.წ. ვიშეგრადის ოთხეულის (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი) დამოკიდებულებას აღმოსავლეთის სამეზობლოსადმი, რომელშიც შედის საქართველოც.
 
კურსი წარიმართება ლექცია-სემინარების სახით, ინგლისურ ენაზე. სულ ჩატარდება 6 ინტენსიური საკონტაქტო შეხვედრა - მარტის, აპრილის და მაისის ბოლოს.
 
პირველი ლექცია-სემინარები ჩატარდება 26 და 27 მარტს, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, A 101 აუდიტორიაში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 32, პირველი სართული). კურსის დასასრულს გაიცემა სერთიფიკატები.
 
კურსით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ იმეილზე lali.giorgidze@iliauni.edu.ge, რათა შევძლოთ თქვენი ინფორმირება დამატებითი დეტალების შესახებ.

ბანერები