ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ახალი კონკურსი მობილობის გრანტების მოსაპოვებლად

განცხადებები

ერაზმუს მუნდუსი (Erasmus Mundus) არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე. პროგრამის მეორე აქტივობა მოიცავს სტუდენტების, მკვლევრებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული და არაევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროექტი ALRAKIS 2011 წელს დაფინანსდა ევროკომისიის მიერ. პროექტის კოორდინატორია გიოტინგენის უნივერსიტეტი (გერმანია), ხოლო თანაკოორდინატორია  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის ფარგლებში 2011-2012 წლებში ჩატარებული ორი კონკურსის საფუძველზე მოხდა აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის, მკვლევრებისა და ყველა სასწავლო საფეხურის სტუდენტების შერჩევა.

პროექტის ფარგლებში ამჟამად გამოცხადებული რიგით მესამე და ბოლო კონკურსი მხოლოდ დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტების შერჩევას ითვალისწინებს.

მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ ევროპულ უნივერსიტეტებში:

- გიოტინგენის უნივერსიტეტი, გერმანია
- ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბელგია
- ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პოლონეთი
- სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი, ესპანეთი
- ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი
- ტუსკიას უნივერსიტეტი, იტალია
- გრაცის უნივერსიტეტი, ავსტრია
- სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, შვედეთი

მობილობის პერიოდები:
დოქტორანტები - 12 ან 22 თვე,
პოსტდოქტორანტები - 6 ან 10 თვე.

სტიპენდია:
დოქტორანტები - 1 500 ევრო,
პოსტდოქტორანტები - 1 800 ევრო.
პროგრამა ფარავს მგზავრობის, დაზღვევისა და სწავლის საფასურს.

განაცხადების მიღება ხდება ელექტრონულად (http://www.alrakis.eu/?q=howtoapply). კონკურსში მონაწილეთა შერჩევა ხდება წარდგენილი საბუთების საფუძველზე.

კონკურსი გაგრძელდება 2013 წლის 10 იანვრამდე.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროგრამის ვებ-გვერდი.

დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს (ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი F315, ტელ.: 214 13 88, ელ-ფოსტა: alrakis@iliauni.edu.ge).

ბანერები