ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ახალგაზრდული ორგანიზაცია AIESEC სტუდენტებს სთავაზობს გაცვლით პროგრამებს

საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია AIESEC სტუდენტებს სთავაზობს გაცვლით პროგრამებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ეს არის სტაჟირების პროგრამები ზაფხულსა და შემოდგომაზე. სტუდენტებს ეძლევათ შანსი, განივითარონ ლიდერული უნარ-ჩვევები, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, გაიმდიდრონ პროფესიული ცოდნა პრაქტიკით და ააგონ გლობალური კავშირი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეუნის ახალგაზრდებთან.

გაცვლითი პროგრამის პრეზენტაცია ჩატარდება 10 ივლისს, 4 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში, A კორპუსის  305-ე აუდიტორიაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: fut@aiesec.ge

ბანერები