ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ახალგაზრდული ასამბლეა გაეროში

განცხადებები

თუ გაქვს  ლიდერის  თვისებები და გსურს დაესწრო პლენარულ სესიებს, ვორკშოფებს და მრგვალი მაგიდის დისკუსიებს გაეროს შტაბ-ბინაში (ნიუ-იორკი), ა(ა)იპ „ახალგაზრდობა საქართველოს მომავლისთვის“ გაძლევთ შანსს, გაემგზავროთ ამერიკაში და გახდეთ პროექტის მონაწილე, რომლის მიზანია აღმოაჩინოს ახალგაზრდა ლიდერები და გააცნოს მათ მეთოდები, თუ როგორ მიაღწიონ დიალოგის გზით საერთაშორისო ურთიერთობებში წარმატებებს, კრეატიულ აქტივობებს და დიპლომატიას.

ძირითადი მოთხოვნები:

1.ასაკობრივი ჯგუფები: 15-21 წლამდე;
2.საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა
3.ლიდერის თვისებები
4.განხორციელებული სამოქალაქო აქტივობები

პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
პროექტის ხანგრძლივობა - 10 დღე
პროექტის განხორციელების დრო - 4-14 აგვისტო

პროექტი ნაწილობრივ დაფინანსებულია ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ
აპლიკანტის მიერ გადასახდელი თანხა - 3300 დოლარი (გადასახადების ჩათვლით)
თანხაში შედის:

• ბილეთი (ორი გზა)
• ტრანსფერი (აეროპორტი-სასტუმრო; სასტუმრო-აეროპორტი)
• სასტუმრო - 7 ღამე
• დილის საუზმე
• ნიუ-იორკის ღირსეშანიშნაობების დათვალიერება-მონახულება
• ვიზის მოსაკრებელი
• რეგისტრაციების თანხა
• პროექტის განსახორციელებისათვის საჭირო საორგანიზაციო ხარჯები

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 593 20 60 21; 577 323 161
საკონტაქტო პირი - მედეა კეშელავა
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 10 აპრილი.

ბანერები