ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ახალგაზრდობის საინფორმაციო ცენტრი

განცხადებები

საქართველოს ახალგაზრდობის საინფორმაციო ცენტრი გიწვევთ  შეხვედრაზე, სადაც მოწვეული იქნებიან საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლები.შეხვედრა გაიმართება 20 ივლისს, 4 საათზე, ახალგაზრდობის საინფრომაციო ცენტრში (ვაჟა-ფშაველას გამზირი 76 ბ, ბავშვთა ფედერაციის შენობა, პირველი სართული).

ქ. თბილისის მერიამ საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმთან ერთად დააფუძნა ახალგაზრდობის საინფორმაციო ცენტრი. ცენტრი უზრუნველყოფს ახალგაზრდობას სხვადასხვა სახის ინფორმაციით ეროვნული და საერთაშორისო შესაძლებლობების, ფორმალური და არაფორმალური განათლების საშუალებების, ტრენინგების, სემინარების, სტიპენდიების, გაცვლითი პროგრამების, სტაჟირებების, ახალგაზრდულ სფეროში მომუშავე ორგანიზაციების, რესურსცენტრებისა და სხვა ახალგაზრდული პროგრამების შესახებ.

ცენტრი მოიცავს ოფისს თბილისში და ვებპორტალს.

ბანერები