ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ავსტრიული ბიბლიოთეკა

1) თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკა გაცნობებთ, რომ 2009 წ. 1-3 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრადეწვევა ვენის დიპლომატიური აკადემიის პროფესორი, აკადემიის ყოფილი რექტორი, ბატონი ალფრედ მისონგი, რომელიც სტუდენტებისა და მასწავლებლებისათვის წაიკითხავს ორ მოხსენებას:

ხუთშაბათს, 1 ოქტომბერს, 13.00 სთ.: "ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა" (გერმანულ ენაზე)პარასკევს, 2 ოქტომბერს, 13.00 სთ.: "ავსტრიის რესპუბლიკის პოლიტიკური გამოცდილებები საბჭოთა კავშირთან მიმართებაში" (ინგლისურ ენაზე)დასწრება თავისუფალია.ღონისძიებები ჩატარდება ავსტრიულ ბიბლიიოთეკაში, დარბაზი № 6.მისამართი: ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5

2) ავსტრიული ბიბლიოთეკის მოწვევით 2009 წ. 7-10 ოქტომბერს თბილისში ჩამოდის ცნობილი ავსტრიელი მწერალი, მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი, დოქტორი ეველინ გრილ-შტორკი.ოთხშაბათს, 8 ოქტომბერს, 16.00 სთ. გაიმართება შეხვედრა ქალბატონ გრილ-შტორკთან, რომელიც წარმოადგენს თავის ახალ ნაწარმოებებს და ისაუბრებს თანამედროვე გერმანულენოვანი ლიტერატურის შესახებ.დასწრება თავისუფალია.ღონისძიება ჩატარდება ავსტრიულ ბიბლიიოთეკაში, დარბაზი № 6.მისამართი: ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5

3)ავსტრიული ბიბლიოთეკის მოწვევით 2009 წ. 23-27 ოქტომბერს თბილისში ჩამოდის ბატონი იურგენ კოპენშტაინერი, გერმანისტი და ანგლისტი, ამჟამად აიოვას უნივერსიტეტის (აშშ, University of Northern Iowa) პროფესორი, რომელიც წარმოადგენს თავის წიგნს სახელწოდებით "ავსტრია". წიგნი განსაზღვრულია ავსტრიის ისტორიითა და კულტურით, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მოწყობით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

პარასკევს, 23. ოქტომბერს, 14.00 სთ. გაიმართება პირველი შეხვედრა ბატონ კოპენშტაინერთან (ინგლისურ ენაზე).

ორშაბათს 26 ოქტომბერს, 16.00 სთ. ჩატარდება მეორე შეხვედრა (გერმანულ ენაზე). დასწრება თავისუფალია.ღონისძიება ჩატარდება ავსტრიულ ბიბლიოთეკაში, დარბაზი № 6.მისამართი: ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5

ბანერები