ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

"აშშ განათლების რეფორმა: რა გვასწავლა გამოცდილებამ".

ხუთშაბათს, 4 თებერვალს, სამაგისტრო და სადოქტორო ფაკულტეტის სემინარის სტუმარი იქნება ბარბარა ნაითი ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. ქალბატონი ნაითი ისაუბრებს თემაზე: "აშშ განათლების რეფორმა: რა გვასწავლა გამოცდილებამ". ქალბატონი ნაითი 20 წლის მანძილზე იყო ჩართული სასკოლო განათლების რეფორმაში და მსმენელებს თავის მდიდარ გამოცდილებას გაუზიარებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ისეთ თემებზე როგორიცაა: სისტემების თეორია, სწავლის და მართვის კონსტრუქტივისტული თეორია, ტვინის კვლევა და შედეგებზე ორიენტირებული დაგეგმვის პრინციპები.სემინარი ტარდება 101 აუდიტორიაში (A კორპუსი), 18.15 საათზე.

ბანერები