ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

არგუსის არჩევის რეჟიმში ჩართვის შესახებ

განცხადებები

გაცნობებთ, რომ 2012 წლის შემოდგომის სემესტრი იწყება 2 ოქტომბერს (ბაკალავრიატი), 15 ოქტომბერს (მაგისტრატურა).

არჩევანის გარემოს უზრუნველყოფის სისტემა - ”არგუსი” სალექციო კურსების არჩევის რეჟიმში ჩაირთვება 27 სექტემბერს 14 საათიდან (ბაკალავრიატი), 8 ოქტომებრს 14 საათიდან (მაგისტრატურა).

შეგახსენებთ, რომ  საგნებზე რეგისტრაციის დაწყების მომენტისთვის არგუსში გააქტიურებული იქნებიან მხოლოდ ფინანსური დავალიანების არმქონე სტუდენტები, ამიტომ დროულად  დაფარეთ სწავლის  საფასური.

სალექციო კურსებზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ უნივერსიტეტის კომპიუტერული აუდიტორიების მომსახურებითაც:

 აუდიტორიები (ჭავჭავაძის 32):        
 თარიღი, (დრო)
 C305, C306, C317  25.09.2012 – 28-09.2012, (10:00-18:00)   

სალექციო კურსებზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კითხვებით ან ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში 25 სექტემბრიდან (კვირის გარდა) შეგიძლიათ დარეკოთ ქვემოთ მითითებულ შესაბამის ნომრებზე:

 229-47-12     
 სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი (ბაკალავრიატი, პროფესიული)
 223-10-18  სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი (მაგისტრატურა, დოქტორანტურა)      
 229-47-18
 პირველი წლის სტუდენტებისა და ზოგადი მოდულის კოორდინატორი
 222-16-21  სისტემა „არგუსის“ ტექნიკური სამსახური (ტექნიკური პრობლემები)
 222-16-37  ფინანსური საკითხები

საბაკალავრო და პროფესიული პროგრამების კოორდინატორებთან შესახვედრად გთხოვთ, ისარგებლოთ წინასწარი ჩაწერის სისტემით - ჩაწერისათვის მიმართეთ სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრს - ოთახი A206.

ბანერები