ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

“არგუსის” არჩევის რეჟიმში ჩართვასთან დაკავშირებით

განცხადებები

ბაკალავრიატის საფეხურის პირველი სასწავლო წლის და სამართლის სკოლის ყველა სემესტრის სტუდენტებისათვის სისტემა “არგუსი” არჩევის რეჟიმში ჩაირთვება 10 მარტს, 12:00 საათზე.

ბიზნესის სკოლის, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის (მე-2,მე-3,მე-4 და დამატებითი წლის) ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის სისტემა “არგუსი” არჩევის რეჟიმში ჩაირთვება 10 მარტს, 15:00 საათზე.

მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის სისტემა “არგუსი” არჩევის რეჟიმში ჩაირთვება 11 მარტს, 12:00 საათზე.

გაზაფხულის სემესტრი დაიწყება 16 მარტს. სასწავლო კურსების არჩევა შესაძლებელი იქნება 25 მარტის ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის დაწყების მომენტისათვის ”არგუსზე” წვდომა ექნებათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ ფინანსური დავალიანება.

ფინანსური დავალიანების გამო ”არგუსის” გათიშვის ქვედა ზღვარი განსაზღვრულია 50 ლარით, შესაბამისად, გთხოვთ, დაფაროთ დავალიანება. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით მიმდინარე ვალს, მიმართეთ თქვენს ფაკულტეტს.

სტუდენტებს, რომლებსაც გაფორმებული აქვთ სწავლის საფასურის ყოველთვიური გადახდის შეთანხმება, ”არგუსზე” წვდომა არ შეეზღუდებათ.

რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე http://argus.iliauni.edu.ge

სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრით - A 208 აუდიტორია. 10-დან 13 მარტის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე.

10 მარტს, რეგისტრაციასთან დაკავშირებით იმუშავებს ცხელი ხაზი:

საკონტაქტო ინფორმაცია:

 ”არგუსის ადმინისტრაცია 223-06-04

 მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

229-47-12 - სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი
229-47-18 - პირველი წლის სტუდენტებისა და ზოგადი მოდულის კოორდინატორი
229-47-14 - სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი (მაგისტრატურა, დოქტორანტურა)
229-46-12 - ფინანსური საკითხების კოორდინატორი

ბიზნესის სკოლა

222-77-90 - სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი
222-50-85 - პროგრამის კოორდინატორები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი

2 39 21 03 - სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი
2 39 00 91 - პროგრამის კოორდინატორები

სამართლის სკოლა

222-16-37 სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი

2015 წელი

ბანერები