ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

არაფორმალური განათლება ახალგაზრდებისათვის

განცხადებები

საქართველოში პირველად! სასერტიფიკატო პროგრამა აქტიური სტუდენტებისთვის, რომელიც მოიცავს სექსუალური განათლების საბაზისო ცოდნის მიწოდებასა და ასევე აღნიშნული თემის სხვადასხვა ასპექტზე დისკუსიების გამართვას. მონაწილეები მიიღებენ მეცნიერულ და თეორიულ ცოდნას სექსთან დაკავშირებით. მოწვეულნი იქნებიან პროფესიონალი სექსოლოგები და ფსიქოლოგები, რომლებიც უპასუხებენ თქვენს კითხვებს.

სემინარები ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში H105 (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ყოველდღე 26 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, 15.00 საათიდან 17.00 საათამდე.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფსიქოლოგიის ან სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს.

მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია და გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: informal.educationprogram@gmail.com

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 18 სექტემბერი.

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 30.

შერჩეულ მონაწილეებს დაურიგდებათ წასაკითხი მასალა, ასევე ბლოკნოტები და კალმები. ნუ გაუშვებთ ასეთ შანსს ხელიდან, მიიღეთ ცოდნა, რომელიც აუცილებელია თქვენი პროფესიონალური უნარების ამაღლებისათვის!

ბანერები