ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

აქცია: +1

განცხადებები

ეხება ყველას, ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს ბიბლიოთეკის კოლექციის გამდიდრებასა და გამრავალფეროვნებაში!

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში  იხსნება ახალი განყოფილება: “მულტიმედია ბიბლიოთეკა”. აქ შესაძლებელი იქნება როგორც სხვადასხვა კლასიკური და თანამედროვე მუსიკალური ნაწარმოებების, ასევე აუდიოწიგნების მოსმენა და ფილმების ყურება. განყოფილების საბაზისო ინფრასტრუქტურული აღჭურვა განხორციელდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით.

“მულტიმედია ბიბლიოთეკის” მიზანია შექმნას უნივერსიტეტში სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება მაღალი ხარისხის აუდიო-ვიზუალური ინფორმაციის მიღება, ბიბლიოთეკის მომსახურების გამრავალფეროვნება და სტუდენტებისა და პროფესორების პროფესიული და პირადი განვითარების ხელშეწყობა.

ჩვენი პროექტი გთავაზობთ მიიღოთ მონაწილეობა აქციაში ”+1” და თქვენი წვლილი შეიტანოთ მულტიმედია ბიბლიოთეკის განვითარებაში. აჩუქეთ “მულტიმედია ბიბლიოთეკას” თქვენი გემოვნებით შერჩეული ის აუდიო და ვიდეო მასალა (CD, DVD, ფირფიტები), რომელიც თქვენი აზრით თავისი ხარისხითა და შინაარსით გაამდიდრებს კოლექციას და თქვენ კოლეგებს ახალი ცოდნისა და სიამოვნების მიღების საშუალებას მისცემს!

აქციაში “+1” მონაწილეობის მიღების მსურველებს გთხოვთ, მიმართოთ ილიას სახელმწიფო უნივერსტეტის ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას შემდეგ მისამართზე: კორპუსი E, ოთახი E307, ტელეფონი: 10 59 11, library@iliauni.edu.ge

მოდით, ერთად შევქმნათ და გავამდიდროთ ჩვენი ბიბლიოთეკის კოლექცია!

ბანერები