ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია

განცხადებები

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის  (EWMI) „ საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) პროგრამა იწვევს მაგისტრატურის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ღია კარის დღეზე, რომელიც გაიმართება  პარასკევს, 25 ოქტომბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე.

პროგრამა პოლიტიკის კვლევით და ადვოკატირების კამპანიით დაინტერესებულ სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას მოიპოვონ ყოველთვიური ანაზღაურება (თვიურად 250 დოლარამდე) და იმუშაონ ანალიტიკურ ორგანიზაციებში, სამთავრობო თუ არასამთავრობო ინსტიტუტებში.

პროგრამის შესახებ პრეზენტაცია გაიმართება 16:30 საათზე.

მისამართი: მარჯანიშვილის ქ. N5, მესამე სართული, საკონფერენციო ოთახი
თარიღი: პარასკევი, 25 ოქტომბერი, 12:00-18:00
კონსულტაცია: 12:00-16:30 სთ
პრეზენტაცია: 16:30 სთ
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მარიამ ვარდანაშვილს -

 vmaria@ewmi-gpac.org; (995 32) 2 202 444 Ext.: 104.

ან ეწვიეთ ვებ-გვერდს  >> http://www.ewmi-gpac.org/grants-announcement/anazgaurebadi-stajireba/

ბანერები