ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ამინდისა და კლიმატის ექსტრემალური მოვლენები

განცხადებები

2013 წლის 3-7 ივნისს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია  „ამინდისა და კლიმატის ექსტრემალური მოვლენები სამხრეთ კავკასია-შავი ზღვის რეგიონში“.

ამ კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი თემის დასახელება, ავტორები და მოკლე რეზუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე 2012 წლის 15 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე:  mariam.elizbarashvili@iliauni.edu.ge;

აღნიშნული კონფერენციის მიზანია, ხელი   შეუწყოს  ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას უცხოელ და ადგილობრივ მეტეოროლოგებს შორის, ერთმანეთთან დააკავშიროს კლიმატის, ჯანმრთელობის ექსპერტები,  სოციალურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციის სამუშაო ენაა - ინგლისური.  წარმოდგენილი რეზუმეს მიხედვით შეირჩევა მოხსენებები საორგანიზაციო კომიტეტის მიერ. იქნება როგორც ზეპირი მოხსენებები, ასევე პოსტერების სესია.

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე:

ბანერები