ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ბორლაუგის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა საქართველოში

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი 2016 წლისთვის აცხადებს ნორმან ე. ბორლაუგის სახელობის საერთაშორისო აგრარული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სასტიპენდიო პროგრამას საქართველოში.

ბორლაუგის სასტიპენდიო პროგრამის მიზანია კვების უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ზრდა და მეცნიერთა ცოდნის ამაღლება. პროგრამა ხელს შეუწყობს ქართველ მეცნიერებსა და მკვლევრებს, ჩაატარონ კვლევები, დაესწრონ ტრენინგებს სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებით და შეიძინონ გამოცდილება და ცოდნა.

არჩეული კანდიდატები იმუშავებენ აშშ-ის მენტორთან ერთად, რომელიც კოორდინირებას გაუწევს ტრენინგების პროგრამას. 10-12-თვიანი სტიპენდიის დასრულების შემდეგ მენტორი ეწვევა სტიპენდიატის უნივერსიტეტს, ერთობლივი კვლევის გასაგრძელებლად.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2015 წლის 31 დეკემბერი.

გაცვლითი პროგრამის  სრული აღწერა  ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ.

სააპლიკაციო ფორმა იხილეთ აქ.

ბანერები