ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ალპბახის საზაფხულო სკოლა ევროინტეგრაციის საკითხებზე

განცხადებები

ალპბახის ევროპული ფორუმი (ავსტრია), ალპბახის ევროპული ფორუმის საინიციატივო ჯგუფი კიევში და კიევის მოჰილას აკადემიის ეროვნული უნივერსიტეტი 2011 წელს კიევში ერთობლივად ჩაატარებენ ალპბახის საზაფხულო სკოლას ევროპული ინტეგრაციის შესახებ (ASSEI).

ASSEI-ს პროგრამა შემუშავებულია ალპბახის ევროპული ფორუმისა და ინსბრუკის უნივერსიტეტის საერთაშორისო საჯარო სამართლის, ევროპული სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მიერ.

საზაფხულო სკოლა განკუთვნილია 35 წლამდე ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში მიიღებენ ინტენსიურ სასწავლო გამოცდილებას ევროპული ინტეგრაციის სფეროში. სკოლა მონაწილე სტუდენტებს საშულებას მისცემს განიხილონ ევროპული ინტეგრაციის თანამედროვე პრობლემები და გაიუმჯობესონ ზოგადი ცოდნა ევროკავშირის და ევროკომისიის შესახებ, ასევე ევროკავშირის სამართლის, ევროპული ინტეგრაციის სოციო-ეკონომიკური და სამართლებრივი საკითხების შესახებ.

ქართველი სტუდენტებისათვის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის გადასახადი არის 70 ევრო. პროგრამა არ ანაზღაურებს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს. თუმცა ორგანიზატორები მონაწილეებს დაეხმარებიან საცხოვრებელი ადგილის მოძიებაში, რომლის ფასია 35 ევრო დღეში.

საზაფხულო სკოლა გაიმართება 2011 წლის 27 ივნისიდან 7 ივლისამდე.

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2011 წლის 15 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: assei2010@gmail.com

სააპლიკაციო პაკეტი უნდა შედგებოდეს შევსებული სააპლიკაციო პაკეტისა და ინგლისურენოვანი CV-საგან.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://igkiev-alpbach.org.ua/assei2011/

ბანერები