ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

აკადემიური მრჩევლები სტუდენტებისთვის

განცხადებები

2010-2011 სასწავლო წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მუშაობას იწყებს აკადემიური მრჩევლების ინსტიტუტი, რომლის მთავარი მიზანია, დაეხმაროს სტუდენტს სასწავლო კურსების არჩევაში, პროგრამის ფარგლებში მათი ინდივიდუალური მოთხოვნილებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.

აკადემიური მრჩევლების პერსონალი დაკომპლექტებულია ფაკულტეტის სხვადასხვა მიმართულების პროფესორებით, რომლთაც აქვთ კომპეტენცია, პროფესიული და აკადემიური კონსულტაცია გაუწიონ შესაბამისი დარგით დაინტერესებულ სტუდენტებს.

აკადემიური მრჩევლებისა და სტუდენტების თანამშრომლობა მოიცავს აქტიურ და პასიურ ფაზებს. აქტიური ფაზა ემთხვევა თითოეული სემესტრის დასაწყისს და მისი ხანგრძლივობაა ერთი კვირა, რომლის განმავლობაშიც თითოეული მიმართულების აკადემიური მრჩეველი დანიშნულ დროსა და საათზე ხვდება სტუდენტებს კონსულტაციის გასაწევად (2 სთ.). პასიური ფაზა მოიცავს მთელ სემესტრს, რომლის განმავლობაშიც აკადემიური მრჩეველი ვალდებულია, ორ კვირაში ერთხელ  დანიშნულ დღესა და საათზე დახვდეს სტუდენტებს აკადემიურ მრჩეველთა ოთახში და უპასუხოს მათ კითხვებს.

2010 წლის შემოდგომის სემესტრში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე აკადემიური მრჩევლები იქნებიან:

ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება:
1.    ასისტ.-პროფ. ანა კორძაია-სამადაშვილი
2.    ასისტ.-პროფ. ვლადიმერ ლუარსაბიშვილი
3.    ასისტ.-პროფ. მარინე ჯაში
4.    ასისტ.-პროფ. კონსტანტინე ფიცხელაური
5.    ასისტ.-პროფ. ხათუნა ხაბულიანი.

სოციალური მეცნიერებები:
1.    ასისტ.-პროფ. ბერიკა შუკაკიძე
2.    ასისტ.-პროფ. თამარ ცოფურაშვილი

განათლების მეცნიერებები:
1.    ასისტ.-პროფ. თინათინ კიღურაძე
2.    პროფ. დავით მალაზონია

ზუსტი და ცოცხალი სამყაროს შემსწავლელი მეცნიერებები:
1.    ასისტ.-პროფ. ირაკლი მაჭარაშვილი
2.    ასისტ.-პროფ. ქეთევან კუპატაძე


2010 წელს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიურ მრჩეველთა ცხრილი ამგვარია:


ორშაბათი
20 სექტემბერი
სამშაბათი
21 სექტემბერი
ოთხშაბათი
22 სექტემბერი
ხუთშაბათი
23 სექტემბერი
პარასკევი
24 სექტემბერი
10.00-12.00 პოლიტოლოგია, სოციოლოგია
ბერიკა შუკაკიძე
გერმანისტიკა, რომანისტიკა, ნიდერლანდისტიკა
მარინე ჯაში
ევროპისმცოდნეობა
ნინო ფრუიძე
პოლიტოლოგია, სოციოლოგია
ბერიკა შუკაკიძე
გერმანისტიკა, რომანისტიკა, ნიდერლანდისტიკა
მარინე ჯაში
12.00-14.00
გამოყენებითი ფსიქოლოგია, ფილოსოფია
თამარ ცოფურაშვილი
ხელოვნებათ-მცოდნეობა, მუსიკა, სახვითი ხელოვნება, თეატრალური ხელოვნება
ხათუნა ხაბულიანი

გამოყენებითი ფსიქოლოგია, ფილოსოფია
თამარ ცოფურაშვილი
ხელოვნებათ-მცოდნეობა, მუსიკა, სახვითი ხელოვნება, თეატრალური ხელოვნება
ხათუნა ხაბულიანი
14.00-16.00
ანგლისტიკა
ვლადიმერ ლუარსაბიშვილი
განათლება
დავით მალაზონია
ევროპისმცოდნეობა
ნინო ფრუიძე
ანგლისტიკა
ვლადიმერ ლუარსაბიშვილი
განათლება
თინათინ კიღურაძე
16.00-18.00 ქართველოლოგია,
სლავისტიკა,
აღმოსავლეთ-მცოდნეობა

ანა კორძაია-სამადაშვილი
ზუსტი და ცოცხალი ბუნების შემსწავლელი მეცნიერებები
ირაკლი მაჭარაშვილი
ისტორია, არქეოლოგია
კონსტანტინე ფიცხელაური
ქართველოლოგია,
სლავისტიკა,
აღმოსავლეთ-მცოდნეობა

ანა კორძაია-სამადაშვილი
ზუსტი და ცოცხალი ბუნების შემსწავლელი მეცნიერებები
ქეთევან კუპატაძე
ბანერები