ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

აკადემიური ჩამორჩენილობის გარიცხვის წესი

განცხადებები

1. სამართლის ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო ან სამაგისტრო აკადემიურ პროგრამაზე სწავლისას სტუდენტის მიერ ერთი და იგივე სავალდებულო სასწავლო საგნის სამჯერ არ/ვერ ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტს უწყდება სტუდენტის სტატუსი, პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიუღწევლობის გამო;

2. სამართლის ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო ან სამაგისტრო აკადემიურ პროგრამაზე სწავლისას სტუდენტის მიერ ერთ კონკრეტულ სასწავლო მუდულში არსებული სავალდებულო/არჩევითი სამი სასწავლო საგნის არ/ვერ ჩაბარების შემთხვევაში,  სტუდენტს უწყდება სტუდენტის სტატუსი პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიუღწევლობის გამო. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ არჩევითი საგნების მოდულით შეთავაზებული 6 კრედიტიანი სასწავლო საგნები, რომელთა არ/ვერ ჩაბარება, რაოდენობის და ჯერადობის მიუხედავად არ იწვევს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას.

3. წესი ამოქმედებულ იქნას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ მისი მიღების მომენტიდან და გავრცელდეს შემთხვევებზე, რომლებიც დადგება მისი მიღების შემდგომ. ეს წესი ასევე ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც სტუდენტი ამ წესის მიღებამდე უკვე ჩაჭრილი იყო ერთხელ/ორჯერ ერთიდაიგივე სასწავლო საგანში, ხოლო მეორეჯერ/მესამეჯერ იმავე სასწავლო საგანში ჩაჭრა არ/ვერ ჩაბარება მოხდა წესის მიღების შემდგომ.

 

ბანერები