![პრაღაში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის გამო ილიას უნივერსიტეტი სამძიმარს უცხადებს კარლის უნივერსიტეტს](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/81/291ece5aa3a50fd42107bf360ba3cada_81628.jpg)
![ინფორმაცია 2023 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით სტატუსშეჩერებული ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტთათვის ფინანსური დავალიანების ჩამოწერისა და სტატუსის აღდგენის შესახებ](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/80/3d61bde84d63ccb9f3888f4e01332438_80244.png)
![ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადება](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/79/a9ba6f3e8c9aee77be2cc1491b2faa06_79958.png)
ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაცია IBA
განცხადებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის IBA-ს სტუდენტური ჯგუფის წევრი გახდა.
ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაცია დაფუძნდა 1947 წელს და წარმოადგენს სამართლებრივ სფეროში მოქმედ წამყვან ორგანიზაციას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სტუდენტებს შეეძლებათ დარეგისტრირდნენ და გახდნენ IBA-ს სტუდენტური კომიტეტის წევრები რაც საშუალებას მისცემს მათ:
1) ჰქონდეთ წვდომა IBA-ს პუბლიკაციებზე: ჟურნალებზე, საინფორმაციო ფურცლებზე, საკონფერენციო მასალებზე, რომლებიც მოიცავენ სამართლებრივი საკითხების ფართო სპექტრს.
2) საშუალებას აძლევს სტუდენტებს თავიანთი სამეცნიერო კვლევები წარადგინონ IBA-ს სტუდენტური კომიტეტის ჯურნალებსა და საინფორმაციო ფურცელებში გამოსაქვეყნებლად.
3)მონაწილეობა მიიღონ IBA-ს სტუდენტური კომიტეტის პროექტებში
4) სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს აძლევს საშუალებას გამოიყენონ IBA-ს რესურსები, როგორც აკადემიური კურსის სასაწვლო მასალა.
5)ელექტრონული წვდომის გარდა ბიბლიოთეკაში განსათავსებლად სამართლის ფაკულტეტს მოამარაგებს IBA-ს ფარგლებში გამოცემული გაზეთებით და ჟურნალებით
იმისათვის, რომ სტუდენტებმა ისარგებლონ ზემოაღნიშნულით უნდა შევიდნენ შემდეგ ბმულზე: http://www.ibanet.org/PPID/Constituent/Student_Committee/Join_student_group_member.aspx
დააჭორონ რეგისტრაციისთვის საჭირო Sign Up ღილაკს ჩაწერონ შემდეგი მონაცემები
მომხმარებლის სახელი :Ilia State University
პაროლი : iliauni
შემდეგ დააჭირონ ღილაკს გაგრძელება რის შემდეგ შეეძლებათ შეიქმნან ინდივიდუალური IBA-ს ანგარიში.
კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ სამართლის ფაკულტეტის დეკანატში, საკონტაქტო პირი მარიამ გიორგობიანი.