ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

Advanced SPSS-ის კურსზე მიღება დაიწყო

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების პროგრამასთან არსებული საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი  USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით  მიღებას  აცხადებს სასერტიფიკატო კურსზე „რაოდენობრივი მონაცემების დამუშავება რთული სტატისტიკური ანალიზების გამოყენებით“ (Advanced SPSS).

კურსის მიზანია, მსმენელს ჩამოუყალიბდეს რთული სტატისტიკური ანალიზების გამოყენების პრაქტიკული უნარები შემდეგი რეგრესიული, კლასტერული და ფაქტორული ანალიზის  და ხერხების გამოყენებით SPSS-ში.

ფაქტორული ანალიზი. ფაქტორების ინტერპრეტაციის საკითხები;
წრფივი რეგრესიული ანალიზი. რეგრესიული ანალიზის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები (კორელაციის კოეფიციენტი, ნაწილობითი კორელაციები, რეგრესიის კოეფიციენტები, რეგრესიის ნორმირებული კოეფიციენტები და მათი ინტერპრეტაცია);
ლოგისტიკური რეგრესია (მიმოხილვა);
კლასტერული ანალიზი: ტიპები და მეთოდები.


კურსი განკუთვნილია საჯარო ან სხვა სფეროში დასაქმებულ პირისთვის (სტატისტიკოსი, სოციოლოგი, ჟურნალისტი, მკვლევარი) ვისაც საკუთარი საქმიანობის დროს შეხება აქვს რაოდენობრივი მონაცემების დამუშავებასთან.
სწავლება მიმდინარეობს პროფესიულ დონეზე, მცირერიცხოვან ჯგუფებში. კურსს უძღვება კვალიფიციური პედაგოგი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით, რომლებიც სწავლის განმავლობაში თეორიულ მასალასთან ერთად დიდ ყურადღებას აქცევს პრაქტიკულ სამუშაოებს.
სატრენინგო კურსზე დაშვების აუცილებელი წინაპრიობა არის სტატისტიკის და SPSS-ის ძირითად ცნებების ანუ საბაზო კურსის ცოდნა.
 
კურსის ხანგრძლივობა: სულ მოიცავს 24 საათს გადანაწილებული 5-6 კვირის განმავლობაში (მეცადინეობა გაიმართება მხოლოდ შაბათ-კვირას და დაეთმობა 3 საათი თითო დღეს)
 
რადგან აღნიშნული კურსის საფასურის დიდი ნაწილი დაფინანსებულია USAID-ის მიერ  EWMI-G-PAC-ის პროექტის ფარგლებში მისი ღირებულება დარეგისტრირებული მსმენელისთვის შეადგენს 200 ლარს.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და USAID-ის ერთობლივი  სერთიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ თანდართული ფაილი და CV-ერთად გააგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: nino.imedashvili.1@iliauni.edu.ge.
გთხოვთ წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ”სასერტიფიკატო კურსი SPSS-ში”.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2014  წლის 14 აპრილი 18:00 საათი.

დაგვიკავშირდით:
მის: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი
ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5
თბილისი 0162, საქართველო
ტელ:  (+995) 32 2 23 10 57(+995) 32 2 23 10 57  (+995)  599 48 70 47(+995)  599 48 70 47
ელ-ფოსტა:  nino.imedashvili.1@iliauni.edu.ge

ბანერები