ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

”ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში”, შტეფან ტრექსელის წიგნის პრეზენტაცია

17 ნოემბერს, 15:00 საათზე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში (A კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გმ. 32, 101 -ე აუდიტორია) გაიმართება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოცემული შტეფან ტრექსელის წიგნის "ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში" პრეზენტაცია.

ამ ნაშრომის გამოცემა მნიშვნელოვანი მოვლენაა საერთაშორისო სისხლის საპროცესო უფლებების სისტემატიზაციისა და ანალიზის საქმეში; წიგნი განკუთვნილია როგორც იურისტი სტუდენტებისთვის, ასევე პრაქტიკოსი იურისტებისა და მეცნიერებისთვის.

შტეფან ტრექსელი, წიგნის ავტორი, სისხლის საპროცესო სამართლის აღიარებული ექსპერტი და პრაქტიკოსი იურისტია. იგი სხვადასვა დროს იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის თავმჯდომარე და ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის ტრიბუნალის მოსამართლე.

თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ განუყოფელ ატრიბუტს სისხლისამართლებრივი დევნის ძლიერი და მოქნილი აპარატი წარმოადგეს. ამიტომ არის, რომ საქართველოს კონსტიტუცია, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენიცა, განსაკუთრებულ ყურადღებას ადამიანის პროცესუალურ უფლებებს უთმობს. საზოგადოების ინტერესებშია, რომ მისი თითოეული წევრი აღჭურვილი იყოს უფლებებით, რომელიც მას სახელმწიფოს მხრიდან გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისაგან დაიცავდა.

სწორედ ამიტომ, კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებული უფლებების უზრუნველსაყოფად საჭიროა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ამ უფლებების რეალიზებისთვის აუცილებელ ეფექ ტურ მექანიზმებს შეიცავდეს.

წიგნი მომზადებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფონდი APLE -სა და თავისუფლების ინსტიტუტის მიერ. ნაშრომი გამოიცა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდეჭერით.

 

 

 

ბანერები