![პრაღაში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის გამო ილიას უნივერსიტეტი სამძიმარს უცხადებს კარლის უნივერსიტეტს](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/81/291ece5aa3a50fd42107bf360ba3cada_81628.jpg)
![ინფორმაცია 2023 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით სტატუსშეჩერებული ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტთათვის ფინანსური დავალიანების ჩამოწერისა და სტატუსის აღდგენის შესახებ](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/80/3d61bde84d63ccb9f3888f4e01332438_80244.png)
![ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადება](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/79/a9ba6f3e8c9aee77be2cc1491b2faa06_79958.png)
აბიტურიენტთა რეგისტრაცია
განცხადებები
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სწავლის მსურველმა აბიტურიენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ 2014 წლის 2 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 18:00 საათამდე, მის. ჭავჭავაძის გამზირი N32, ოთახი A404;
აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი); უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების პლასტიკური ბარათი (სასურველია);
3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის - სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი;
4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
5. 1 ფოტო სურათი ზომით ¾ და მისი ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).
მოგმართავთ თხოვნით,შესაძლებლობის შემთხვევაში რეგისტრაცია გაიაროთ დროულად და არ დაელოთ რეგისტრაციის ბოლო დღეს.
გისურვებთ წარმატებებს.