ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

აბიტურიენტთა რეგისტრაცია

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის მსურველმა აბიტურიენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2014 წლის 2 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 18:00 საათამდე, ფაკულტეტების/სკოლების მიხედვით, შემდეგ მისამართებზე:

1. ბიზნესის სკოლა - ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ოთახი E307;
2. მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი - ჭავჭავაძის გამზირი N32, ოთახი A206;
3. სამართლის სკოლა - ჭავჭავაძის გამზირი N32, ოთახი A404;
4. საინჟინრო ფაკულტეტი - ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ოთახი E336.


აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1.  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი); უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების პლასტიკური ბარათი (სასურველია);
3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის - სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი;
4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
5. 1 ფოტოსურათი ზომით ¾ და მისი ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გილოცავთ გამოცდების ჩაბარებას და ილიაუნელობას.

ბანერები