ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

24 საათიანი ფოტო მარათონი

განცხადებები

მსოფლიოს 30 გამორჩეული ფოტოხელოვანი, 24 საათის განმავლობაში, საქართველოს აღმოჩენას ეცდება.
პროექტს ახორციელებს სააგენტო „ლავა მედია“ (ლიტვა) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით.
პროექტის ფარგლებში ვიწყებთ მოხალისეთა ( 30 მენეჯერი და 15 ოპერატორი) შერჩევას. საბუთების მიღება - 12 ივნისიდან 20 ივნისამდე, გასაუბრება შედგება 23 ივნისს, ხოლო პროექტი განხორციელდება 18-21 ივლისს (2013).

პროექტში მონაწილეებმა სასურველია იცოდნენ ინგლისური ან რუსული ენა, სასურველია ჰქონდეთ მართვის მოწმობა და ავტომანქანა, ოპერატორებს - HD DSLRs ან HD video კამერა.

მოხალისეების ამოცანაა 18-19 ივლისს ფოტოგრაფებს ფოტო მარათონის მომზადებაში დაეხმარონ. მარათონი მოეწყობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
2013 წლის 20 ივლისს, მსოფლიოს 30 საუკეთესო ფოტოხელოვანი, 15 ქართველ კოლეგასთან ერთად, 24 საათის განმავობაში დააფიქსირებს საქართველოს ცხოვრებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროექტში მონაწილეობენ მსოფლიო ფოტოგრაფიის პრესტიჟული ჯილდოების (ვორლდ პრეს ფოტოს, ემის, პრესის ეროვნული ფოტოჯილდოების, იაპონიის პროფესიონალ ფოტოგრაფთა საზოგადოების, ლაიფ მაგაზინის წლის საუკეთესო ფოტოს, ფუჯი პრეს ფოტოჯილდოს, სონი ვორლდ ფოტოს, ტედ პრიზის, მსოფლიო ფოტოგრაფთა ორგანიზაციის და ა.შ.) მფლობელები. ასევე, როიტერი, ასოშიეტიდ პრესი, გარდიანი, ნიუ იორკ ტაიმსი, ლე მონდი, ლაიფ მაგაზინი, ნაშიონალ ჯეოგრაფიკი, დეილი ტელეგრაფი, ელ პაი, მაგნუმი, ნოორ, გეტი იმიჯის და სხვა.

პროექტის ბოლოს გამოიცემა წიგნი, მომზადდება გამოფენა და დოკუმენტური ფილმი, რომლის პრემიერაც საქართველოსა და ლიტვაში გაიმართება.
პროექტის ორგანიზატორები აფინანსებენ: ტრანსპორტირებას, საცხოვრებელს და კვებას პროექტის მსვლელობის დროს. იმ შემთხვევაში, თუ ასისტენტი დამატებით საქმიანობას განახორციელებს (მაგალითად, მანქანის ტარება), მისი მომსახურება ანაზღაურდება.
შევსებული განაცხადის ფორმა გამოაგზავნეთ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში - ari@iliauni.edu.ge

ბანერები