ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

2014-2015 სასწავლო წლისათვის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინურ სადოქტორო პროგრამაზე მიღება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2014-2015 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინურ სადოქტორო პროგრამის შემდეგ მიმართულებებზე:

1.ფსიქოლოგიის მიმართულება
2.სოციოლოგიის მიმართულება
3.ფილოლოგიის მიმართულება
4.მუსიკის მიმართულება

სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინური პროგრამა -   აღწერა (პროგრამაზე მისაღები სტუდენტთა საერთო რაოდენობაა 6)

პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა  2014  წლის 14 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით (18:00 საათამდე) უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ მითითებული დოკუმენტები ელექტრონულ მისამართზე phd@iliauni.edu.ge

შენიშვნა: დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა აღნიშნული საბუთები უნდა გამოაგზავნონ ერთ დოკუმენტად აკინძულ PDF-ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატის საბუთები არ განიხილება! გთხოვთ გაითვალისწინოთ, საბუთების პაკეტი უნდა გამოაგზავნოთ მხოლოდ ერთხელ!  მიღებას დაგიდასტურებთ ფაკულტეტი!

სარეგისტრაციო ფორმა;
• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის ფლობის დამადასტურებელი საბუთის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
• პირადობის მოწმობის ასლი;
• 2 ფოტოსურათი 3x4;
• ავტობიოგრაფია (CV) (არაუმეტეს 2 გვერდისა);
• კვლევითი განაცხადი;
• სამუსიკო ხელოვნების  საკომპოზიტორო და საშემსრულებლო მიმართულებებზე სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საკომპოზიტორო/საშემსრულებლო პორტფოლიო და შემოქმედებითი კვლევის  განაცხადი.
• იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი არ გადის ინგლისური ენის გამოცდას, უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (FCE, TOEFL, IELTS). ასევე იმ პირებმა, რომლებსაც ინგლისურ ენაზე აქვთ გავლილი ბაკალავრიატის და /ან მაგისტრატურის სრული კურსი უნდა წარმოადგინონ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამატასტურებელი დიპლომი (დიპლომის ვალიდობა უნდა იყოს შესაბამისად დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ)

მნიშვნელოვანია: გაითვალისწინეთ, რომ  რეგისტრაციისათვის დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელი წინასწარ უნდა ჰყავდეს შერჩეული, რომელიც კვლევითი განაცხადის ფორმაზე ხელმოწერით დაადასტურებს თანხმობას ხელმძღვანელობის შესახებ (პროფესორების ბაზა იხილეთ აქ).

მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში

გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება 2014 წლის 20 დეკემბერს. ზუსტი ინფორმაცია აუდიტორიისა და დროის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რუბრიკაში ,,მიღება“.

იხილეთ საგამოცდო ტესტის ნიმუში და პასუხები

კანდიდატებს, რომლებმაც უნდა დაადასტურონ ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დონე, ჩაუტარდებათ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა/ტესტირება ინგლისურ ენაში. ტესტის მინიმალური ბარიერია 65 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

შენიშვნა: ინგლისური ენის ტესტისგან თავისუფლდებიან კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისური ენის სასურველ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ სერტიფიკატს (FCE, TOEFL, IELTS), რომელიც ადასტურებს კანდიდატის ენის მინიმალურ კომპეტენციას B2 დონეზე. გამოცდიდან თავისუფლდებიან ასევე ის კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამატასტურებელ დიპლომს (დიპლომის ვალიდობა უნდა იყოს შესაბამისად დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ). 

ინგლისური ენის წერილობითი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2014 წლის 20 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რუბრიკაში ,,მიღება“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური ენის ტესტის შედეგებთან დაკავშირებით

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის ტესტის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2014 წლის 22 დეკემბრიდან 24 დეკემბერის ჩათვლით  (10:00 დან- 18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).

გაითვალისწინეთ! ინგლისური ენის ტესტირებაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს სადოქტორო კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადის და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით, ხოლო სამუსიკო ხელოვნების საკომპოზიტორო და საშემსრულებლო მიმართულებებზე მიღებისთვის - პორტფოლიოს, შემოქმედებითი კვლევის განაცხადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით. 

ინგლისური ენის ტესტირების  შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით დაიდება 2014 წლის 26 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რუბრიკაში ,,მიღება“. 
 
მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევის განაცხადის/შემოქმედებითი კვლევის განაცხადის, საკომპოზიტორო ან საშემსრულებლო პორტფოლიოს  განხილვა

სადოქტორო პროგრამაზე (სამუსიკო ხელოვნების მიმართულების გარდა) ჩაბარების კანდიდატებმა რეგისტრაციისას წარმოსადგენ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინონ სადოქტორო კვლევის განაცხადი, რომელიც განსახილველად და შესაფასებლად გადაეგზავნება შესაბამისი მიმართულების დარგობრივ კომისიას. კვლევითი განაცხადი შეფასდება 5 ქულიანი სარეიტინგო შკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით. განაცხადის შეფასების მინიმალური მისაღები ზღვარია 3 ქულა.

შენიშვნა: ის აპლიკანტები, რომელთა განაცხადი შეფასდება 3-ზე დაბალი ქულით, გამოეთიშებიან კონკურსს.

სამუსიკო ხელოვნების  საკომპოზიტორო და საშემსრულებლო მიმართულებებზე სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საკომპოზიტორო/საშემსრულებლო პორტფოლიო (იხილეთ პორტფოლიოს მოთხოვნები აქ) და შემოქმედებითი კვლევის  განაცხადი, რომელიც განსახილველად და შესაფასებლად გადაეგზავნება შესაბამისი მიმართულების დარგობრივ კომისიას. პორტფოლიო შეფასდება 5 ქულიანი სარეიტინგო სისტემით და განსაზღვრული წესით. შემოქმედებითი კვლევის განაცხადი შეფასდება 5 ქულიანი სარეიტინგო შკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით. როგორც პორტფოლიოს, ისე შემოქმედებითი კვლევის განაცხადის შეფასების მინიმალური მისაღები ზღვარია 3 ქულა.

შენიშვნა: ის აპლიკანტები, რომელთა პორტფოლიო და შემოქმედებითი კვლევის განაცხადი შეფასდება 3-ზე დაბალი ქულით, გამოეთიშებიან კონკურსს.

სადოქტორო კვლევის განაცხადის/შემოქმედებითი კვლევის განაცხადის, საკომპოზიტორო ან საშემსრულებლო პორტფოლიოს შეფასებები განთავსდება 2015 წლის  26 იანვარს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რუბრიკაში ,,მიღება“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევის განაცხადის/ შემოქმედებითი კვლევის  განაცხადის, საკომპოზიტორო ან საშემსრულებლო პორტფოლიოს  შედეგებთან დაკავშირებით

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევის განაცხადის/შემოქმედებითი კვლევის  განაცხადის, საკომპოზიტორო ან საშემსრულებლო პორტფოლიოს  შედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2015 წლის 27 იანვარიდან 29 იანვრის ჩათვლით  (10:00 დან-18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)

სადოქტორო კვლევის განაცხადის/შემოქმედებითი კვლევის  განაცხადის, საკომპოზიტორო ან საშემსრულებლო პორტფოლიოს  შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით დაიდება 2015 წლის 2 თებერვალს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რუბრიკაში ,,მიღება“

მეოთხე ეტაპი: გასაუბრება

გასაუბრება - სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე იმ დოქტორანტობის კანდიდატებს, ვინც წარმატებით გაიარა რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურა ინგლისური ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად (წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტი ან წარმატებით გაიარა შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში) და  მათი სადოქტორო კვლევის განაცხადი/საკომპოზიტორო ან საშემსრულებლო პორტფოლიო შეფასდა მინიმუმ 3 ქულით,  ჩაუტარდებათ გასაუბრება დარგობრივი კომისიის წინაშე.

გასაუბრება შეფასდება 5 ქულიანი სარეიტინგო შკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით.

მნიშვნელოვანია! პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადის და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით, ხოლო სამუსიკო ხელოვნების საკომპოზიტორო და საშემსრულებლო მიმართულებებზე მიღებისთვის - პორტფოლიოს, შემოქმედებითი კვლევის განაცხადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით. 

გასაუბრება დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება 2015 წლის 4 თებერვლიდან 6 თებერვლის ჩათვლით. აუდიტორიისა და დროის შესახებ ზუსტი ინფორმაცია  დაიდება მოგვიანებით, უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რუბრიკაში ,,მიღება“.

გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება  2015 წლის 9 თებერვალს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა გასაუბრების შედეგებთან დაკავშირებით

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი გასაუბრების შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2015 წლის 10 თებერვალიდან 12 თებერვლის ჩათვლით (10:00 დან-18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).

იმ კანდიდატებმა, რომლებმაც წარმოადგინეს საპრეტენზიო განაცხადი გასაუბრების შედეგებთან დაკავშირებით, აქვთ შესაძლებლობა გაიარონ გასაუბრება სააპელაციო კომისიის წინაშე. გასაუბრება ჩატარდება  2015 წლის 16 თებერვალს (აუდიტორია მიეთითება მოგვიანებით).

გასაუბრების საბოლოო შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით დაიდება 2015 წლის 18 თებერვალს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რუბრიკაში ,,მიღება“.

სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინურ სადოქტორო  პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატთა სია აპელაციის შედეგების გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2015 წლის  18 თებერვალს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

ხელშეკრულების გაფორმება:

ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება მოხდება 2015 წლის 19-20 თებერვალს (A 202 ოთახში ი. ჭავჭავაძის 32).

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი);
ბ) 2 ფოტოსურათი 3X4 ზე;
ბ) აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (ორიგინალი) ან აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ (თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის - ორიგინალი):
დ) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი - ორიგინალი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასევე იმ პირებმა, რომლებსაც ინგლისურ ენაზე აქვთ გავლილი ბაკალავრიატის და /ან მაგისტრატურის სრული კურსი უნდა წარმოადგინონ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამატასტურებელ დიპლომი (დიპლომის ვალიდობა უნდა იყოს შესაბამისად დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ). უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის ორიგინალები;
ე) იმ შემთხვევაში თუ სწავლის გაგრძელების მსურველს მაგისტრატურის საფეხური დამთავრებული აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან - დიპლომთან (ორიგინალი) ერთად უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი (ორიგინალი) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.

შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
მის: თბილისი, ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ოთახი 
ტელ.: 2231018 / 222 58 47 graduateschool@iliauni.edu.ge

ბანერები