ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

2012 და 2013 წლების „საუკეთესო ქართული რომანი“

განცხადებები

25 ნოემბერს დასრულდა განაცხადების მიღება 2012 და 2013 წლის „საუკეთესო ქართული რომანი“-ს პრემიის გამოსავლენად.

14 დღის განმავლობაში მონაწილეობის სურვილი 29 მწერალმა და გამომცემლობამ გამოთქვა.

სპეციალურად შერჩეული ჟიური ერთი თვის განმავლობაში გაეცნობა შემოსულ რომანებს. 25 დეკემბერს საზეიმოდ გამოვლინდება 2012 და 2013 წლის „საუკეთესო ქართული რომანი“-ს ავტორები.

გამარჯვებული რომანების მწერლები მიიღებენ უპრეცედენტოდ მაღალ პრემიას, 10 000 ლარს.
შეგახსენებთ, რომ „საუკეთესო ქართული რომანი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიური ლიტერატურული პრემიაა, რომლიც მიზანიც ქართული რომანის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა.

2012 და 2013 წლის „საუკეთესო ქართული რომანი“-ს პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილნი არიან:

  1. დათო ტურაშვილი „ტყეების მეფე” (ლეგენდები დავით აღმაშენებელზე) - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
  2. ანა კორძაია-სამადაშვილი „ვინ მოკლა ჩაიკა“ - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
  3. გიორგი მაისურაძე - „Kill თბილისი“ - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
  4. ლაშა მილორავა - „ბაბუა ბუკოვსკი“ - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
  5. ლაშა მილორავა - „დეგენერატების ქალაქი“ - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
  6. მარი ბექაური - „მეორე მხარე“ - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
  7. ზურა ოდილავაძე - „ნიუ-ბაბილონები მეთოჯინეები“ - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
  8. მარი ბექაური - „ბებია, რეი და ამერიკა“ - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
  9. ჯაბა ზარქუა - „მკითხველი უნდა მოკვდეს“ - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
  10. ლაშა იმედაშვილი - „თბილისური ამბავი“ - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
  11. ირაკლი ბერიაშვილი - „იუდა. 1982“ - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
  12. ვანო ჩხიკვაძე - „შუშების ომი“ - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
  13. დევიდ დეფი - „დასასრულისა და დასაწყისის საზოგადოება“
  14. მიხო მოსულიშვილი - „ჰელესა, ანუ ელი ელობდა, მელა მელობდა, ზღვა ბობოქრობდა“ - გამომცემლობა „უსტარი“
  15. გურამ მეგრელიშვილი - „მკაცრები და ნაზები“
  16. თამაზ თაბუაშვილი - „უადამიანების დაბადება“
  17. თემურ ჟღენტი - „მძევალი“ – გამომცემლობა „ირიდა“
  18. იზოლდა ბულია -„ცოდვები წარსულიდან - თარა“ -გამომცემლობა „მოწამეთა“
  19. ლია სტურუა - „რამ შეჭამა ვენახი“ - გამომცემლობა „ინტელექტი“
  20. მარიამ ხიდეშელი -„ფეთქავს“ - გამომცემლობა „ინტელექტი“
  21. პაატა კუპატაძე - „9/11“ - შპს. „ტრანსლეიტი“
  22. ერეკლე დეისაძე - „დამლაგებელი“ - გამომცემლობა „სიესტა“
  23. მატა მინდელი - „ბოლო გაჩერება“ - გამომცემლობა „სიესტა“
  24. გურამ მეგრელიშვილი. "მოდელი 18/12" - გამომცემლობა „დიოგენე“
  25. ირაკლი სამსონაძე. "ღრუბელი, სახელად დარინდა" - გამომცემლობა „ინტელექტი“
  26. დეა ცუცქირიძე. "ჯარისკაცი";
  27. გიორგი ჩალაძე - "საქართველოს მართლმადიდებლური სამეფო, ქრისტეს შობიდან 2070 წელი".
  28. ლადო კილასონია -ფანტომასის კვალდაკვალ, გამომცემლობა „საუნჯე“ (წიგნი)
  29. მარიკა მამალაძე -„ჩიხი გადაკვეთამდე“ - გამომცემლობა „საუნჯე“
  30. გელა ჩქანავა- "ასე"-გამომცემლობა „დიოგენე“

 

 

 

ბანერები