ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

2011 წლის საუკეთესო ქართული რომანი

განცხადებები

ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მეორე წელია წლის საუკეთესო ქართული რომანის გამოსავლენად კონკურს აცხადებს.

კონკურსის პირობების თანახმად, საკონკურსო ნაწარმოები 2010 წლის 5 დეკემბრიდან 2011 წლის 5 დეკემბრამდე უნდა იყოს გამოქვეყნებული. ამ პერიოდის განმავლობაში გამოცემული რომანების წარდგენა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 31ოქტომბრიდან 5 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი. ჟიურის წევრები ინდივიდუალურად შეაფასებენ ნაწარმოებს საერთო შკალის მიხედვით. კოლეგიალური გადაწყვეტილების მიღება არ არის გათვალისწინებული. გაიმარჯვებს ის რომანი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას მიიღებს. ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია. მის შემადგენლობაში შედიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდ ლიტერატურულ პრემიას - 10 000 ლარს მიიღებს.

შარშან კონკურსში 20 რომანი იღებდა მონაწილეობას, „2010 წლის საუკეთესო ქართული რომანის” პრემია აკა მორჩილაძემ მიიღო რომანისათვის ”მამლუქი”.

რომანის წარდგენის (11 ეგზემპლიარი) მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 32 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსი".

თუკი რომანი გამოქვეყნებულია ელქტრონულად, მისი ლინკი გამოაგზავნეთ მისამართზე: pr@iliauni.edu.ge

ბანერები