ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

2010-2011 ფულბრაიტის სტიპენდიების პროგრამის პრეზენტაცია

აშშ-ს საელჩო თბილისში გაცნობებთ 2010-2011 აკადემიური წლის ფულბრაიტის ყოველწლიური სტიპენდიების პროგრამის გამოცხადების შესახებ.

ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამა არ არის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი, ეს არის პოსტ-სადოქტორო პროგრამა უმცროსი და უფროსი მკვლევარებისთვის, უნივერსიტეტების ლექტორებისთვისა და აკადემიური ინსტიტუტების ექსპერტებისთვის, ვისაც სურს, რომ გააგრძელოს პოსტ-სადოქტორო კვლევა და სალექციო კურსები აშშ-ში.

ფულბრაიტის პროგრამა არის ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური და მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელსაც აშშ-ს მთავრობა ქართველ აკადემიკოსებს სთავაზობს. კანდიდატების შერჩევა ხდება ღია კონკურსის საფუძველზე, რომელსაც ატარებს თბილისში აშშ საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

ყველა კანდიდატი აუცილებლად აქტიურად უნდა იყოს დაკავშირებული რომელიმე ქართულ უნივერსიტეტთან. უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, ვინც მზად იქნება პროგრამის ფარგლებში მაქსიმალურად დაკავდეს კვლევითი საქმიანობით და სალექციო კურსით აშშ-ში, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავის გამოცდილებას ქართველებს გაუზიარებს. ეს გამოცდილება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტიპენდიანტისთვის, არამედ მისი უნივერსიტეტისთვისაც - სტუდენტებისთვის და სამეცნიერო მუშაკებისთვის, ასევე აშშ-ს მასპინძელი უნივერსიტეტისთვისაც.

ფულბრაიტის სტიპენდიანტები ითვლებიან კულტურის ელჩებად და უნდა ისაუბრონ თავიანთ ქვეყანის კულტურულ მონაპოვარზე.

ფულბრაიტის პროგრამა დაარსდა 1946 წელს და ატარებს მისი დამფუძნებლის სენატორი J. William Fulbright- ის სახელს. პროგრამის გავლის შემდეგ ბევრმა მონაწილემ დაამყარა პროფესიული კავშირები და მეგობრობა ამერიკელ კოლეგებთან; განავითარეს თანამშრომლობა კველვით სფეროში და შეიძინეს დიდი გამოცდილება აშშ-ში მოღვაწეობის დროს.

მისაღები სფეროები:

აგრონომია

ამერიკანისტიკა

ბიოლოგია

ბიზნესის ადმინისტრირება

ქიმია

ეკონომიკა

განათლება

ინჟინერია

გარემოს მეცნიერბები

კინოხელოვნება

ისტორია

საინფორმაციო მეცნიერებები

ჟურნალისტიკა

სამართალი

საბიბლიოთეკო მეცნიერებები

მათემატიკა

სამედიცინო მეცნიერებები

ფიზიკა

პოლიტიკური მეცნიერებები

ფსიქოლოგია

საჯარო ადმინისტრირება

გლობალური ჯანდაცვა

სოციალური სამსახური

სოციოლოგია

ინგლისურის სწავლება

თეატრალური მეცნიერებები

მოთხოვნები:

- კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე

- კანდიდატს უნდა ჰქონდეს დოქტორის ან მაგისტრის ხარისხი ევროპულ ან აშშ-ს უნივერსიტეტში.

- კანდიდატი მაღალ დონეზე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას

- კანდიდატმა უნდა აიღოს J - ვიზა, რომელიც იქნება მისი საქართველოში დაბრუნების გარანტია მინიმუმ 2 წელიწადში გრანტის დამთავრების შემდეგ.

- კანდიდტმა უნდა გაიაროს სრულყოფილი სამედიცინო შემოწმება.

For additional information or program related consultations, please contact Tea Kuchukhidze at KuchukhidzeT@state.gov Tel.: 27 71 48

 

პრეზენტაცია გაიმართება 10 ნოემბერს 17.00 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში 101 აუდიტორიაში.

მის:ი. ჭავჭავაძის გამზ.32

ბანერები