ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

2009/10 წლის მაქს პლანკის სტიპენდიები

2009/10 აკადემიური წლის სადოქტორო და დოქტორანტურის შემდგომი სტიპენდიის პროგრამა "გლობალიზაციის ადრეული ხანის ხელოვნება, სივრცე და მობილობა; 400-1650 წლების ხმელთაშუაზღვისპირეთი, ცენტრალური აზია და ინდოეთი (MeCAIS).'' პროგრამის სპონსორია "Getty Foundation''-ი.

სასურველი კანდიდატები: არქეოლოგები და ისტორიკოსები, თუმცა, გამონაკლისის სახით მონაწილეობის უფლება აქვთ, აგრეთვე ანთროპოლოგიის, ფილოლოგიისა და რელიგიის მეცნიერებს.

პროგრამის დასაწყისში კვლევის განხორციელება შესაძლებელია კანდიდატის მშობლიურ ინსტიტუტში, ასევე კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ ბერლინისა და ფლორენციის სიმპოზიუმებში/სემინარებში.

სამუშაო ენა - ინგლისური

პროგრამის ხანგრძლივობა ერთი წელი; პროგრამის მეორე წელი განისაზღვრება კანდიდატის პირველი წლის შედეგების წარდგენის შედეგად.

საჭირო დოკუმენტები:• CV• კვლევის მოკლე აღწერა • ერთი ნაშრომის მინუში• ორი სარეკომენდაციო წერილი

დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადაა 2009 წლის 15 სექტემბერი.დოკუმენტები იგზავნება შემდეგ მისამართზე: Prof. Dr. Gerhard Wolf, DirectorKunsthistorisches Institut - Max - Planck - InstituteVia Giuseppe Giusti 44, I-50121, Firenze, Italy.ამანათი სავალდებულოა იყოს დასათაურებული "Art, Space and Mobility.''ასევე, შესაძლებელია დოკუმენტების გადაგზავნა და სხვადასხვა შეკითხვებზე პასუხის მიღება შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:dirwolf@khi.fi.it დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე: http://www.khi.fi.it/aktuelles/ausschreibungen/stellenangebote/stellenangebot51/index.html

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333, ტელ: 877 23 77 18 (ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები