ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

2009 წლის 27 ივლისი - 23 აგვისტო

ოთხკვირიანი სასწავლო პროგრამა დამწყებ მეცნიერებს, სტუდენტებს, არქეოლოგიით, პალეონტოლოგიით, ბიოლოგიითა და გეოლოგიით დაინტერესებულ პირებს აძლევს საშუალებას ერთდროულად დაეუფლონ პრაქტიკულ არქეოლოგიურ უნარ-ჩვევებს და გაიღრმავონ თეორიული ცოდნა პრეისტორიაში.
დმანისის საველე სკოლა მოეწყობა დმანისის პალეოლითურ ძეგლზე (თბილისიდან 80 კმ-ის მოშორებით სოფ. პატარა დმანისში, დმანისის რაიონი). სტუდენტები იცხოვრებენ არქეოლოგიურ ბაზაზე, რომელიც ძეგლთან ახლოს მდებარეობს.
გარდა სწავლისა პროგრამაში შედის ტრანსპორტირება თბილისიდან დმანისამდე და უკან, საცხოვრებელი ადგილი, კვება და ექსკურსიები.
დმანისის საველე სკოლის პროგრამა
• პირველი და მეორე კვირა სრულად, ხოლო მესამე კვირის პირველი ნახევარი თეორიული კურსისა და პრაქტიკული მეცადინეობების კომბინაციაა. თეორიული კურსი მოიცავს ლექციებს არქეოლოგიაში, გეოლოგიაში, ანთროპოლოგიაში, პალეონტოლოგიასა და ტაფონომიაში. პრაქტიკულ მეცადინეობებზე მოხდება საველე არქეოლოგიური ტექნიკის დაუფლება - დაზვერვები, გათხრები, მონაცემთა აღრიცხვის მეთოდები, პირველადი საველე ლაბორატორიული დამუშავება.
• მესამე კვირის მეორე ნახევარში სტუდენტებმა უნდა აირჩიონ საკითხი/პრობლემა მცირე პრეზენტაციის მოსამზადებლად, რომლის წარდგენაც უნდა მოხდეს მესამე კვირის ბოლოს (შაბათს, 15 აგვისტოს).
• მეოთხე კვირა მთლიანად გათხრებსა და სხვა ტიპის საველე სამუშაოებს დაეთმობა.
• კვირაობით იგეგმება გამოსასვლელი დღეები. მოეწყობა ექსკურსიები დმანისის მიდამოებში. ბოლო კვირა დღე (23 აგვისტო) დმანისიდან გამომგზავრების დღეა.
ლექტორები: წამყვანი მეცნიერები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათ შორის არიან: პროფ. დავით ლორთქიფანიძე (ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი), პროფ. აბესალომ ვეკუა (მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ეროვნული მუზეუმი), პროფ. რიდ ფერინგი (ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტი, აშშ), პროფ. ფილიპ რაითმაიერი (ჰარვარდის უნივერსიტეტი, ბინგჰემტონის უნივერსიტეტი), პროფ. მართა ტაპენი (მინესოტას უნივერსიტეტი, აშშ), პროფ. ჯორდი აგუსტი (ტარაგონას უნივერსიტეტი, ესპანეთი) და სხვა.
პროგრამაში მონაწილეობის ფასი: 450 ლარი

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თეონა შელიას მისამართზე:
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
ს. ჯანაშიას მუზეუმი, ფურცელაძის 1 #3
ელ-ფოსტა: teonas@hotmail.com
ტელ: 893 32 83 45
მუზეუმში მიღების საათები: 12.00 - 15.00
ან
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

 

 

ბანერები