ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

2009-2010 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციისა და მისაღები გამოცდების თარიღების განსაზღვრის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 აგვისტოს №664 ბრძანების მე-13 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით დამტკიცებული საერთო სამაგისტრო გამოცდების დებულებისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის სასწავლო და კვლევეთი პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით ქეთევან გურჩიანის 2009 წლის 6 აგვისტოს №03-6564 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე

ვბრძანებ

1. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009-2010 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო პროგრამებზე, გარდა განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამისა, მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პირველი ეტაპად დადგინდეს ვადა 2009 წლის 25 აგვისტოდან 2009 წლის 18 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით.
2. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009-2010 სასწავლო წლისათვის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პირველი ეტაპად დადგინდეს ვადა 2009 წლის 25 აგვისტოდან 2009 წლის 14 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით.
3. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009-2010 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო პროგრამებზე, გარდა განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამისა, მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის მეორე ეტაპად დადგინდეს ვადა 2009 წლის 29 სექტემბრიდან 2009 წლის 9 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით.
4. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009-2010 სასწავლო წლისათვის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის მეორე ეტაპად დადგინდეს ვადა 2009 წლის 21 სექტემბრიდან 2009 წლის 20 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით.
5. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში (ჩოლოყაშვილის 3/5).
6. მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) რექტორის სახელზე შევსებული განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი მისივე დედანთან ერთად;
გ) საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი.
7. სამაგისტრო პროგრამებზე სპეციალობის გამოცდის/გასაუბრების ჩატარების ორივე ეტაპის თარიღები განისაზღვროს დანართი პირველის მიხედვით.
8. უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტს, რომლებიც ახორციელებენ სამაგისტრო პროგრამებს დაევალოთ საგამოცდო კომისიისა და სააპელაციო კომისიის შექმნა.
9. უნივერსიტეტის კანცელარიას დაევალოს, დაინტერესებულ პირთათვის ამ ბრძანების საჯარო წესით გაცნობა.
10. უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაევალოს ამ ბრძანებაში მითითებული ინფორმაციის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
11. უნივერსიტეტის კანცელარიას დაევალოს, მიაწოდოს ამ ბრძანების ასლები უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს.


რექტორი გიგი თევზაძე



ბანერები