ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

2009-2010 სასწავლო წლის პირველი სემესტრისათვის გადაყვანა/აღდგენის წესით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველ პირთათვის მეორადი რეგისტრაციის ვადების განსაზღვრის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 აგვისტოს №664 ბრძანებით დამტკციებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-13 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით დამტკიცებული "ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების" 226 -ე მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის სასწავლო და კვლევითი პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით ქეთევან გურჩიანის 2009 წლის 10 აგვისტოს №03-6584 სამსახურებრივი ბარათის გათვალისწინებით

ვბრძანებ

1. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2009-2010 სასწავლო წლის პირველი სემესტრისათვის, გადაყვანა/აღდგენის წესით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველ პირთათვის 2009 წლის 11 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით განისაზღვროს მეორადი რეგისტრაციის ვადა შემდეგ ფაკულტეტებზე: ა) საბაკალავრო პროგრამებზე: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი;ბ) სამაგისტრო პროგრამებზე: ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფიზიკის და მათემატიკის ფაკულტეტი, ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტი, განათლების ფაკულტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტი, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტი, უცხო ენათა ფილოლოგიის ფაკულტეტი, სპორტის მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი.2. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაყვანის წესით ჩარიცხვის მსურველმა პირებმა რეგისტრაციისათვის, ამ ბრძანების პირველ პუნქტში განსაზღვრულ ვადებში უნდა წარმოადგინონ განცხადება შემდეგი თანდართული დოკუმენტებით:ა) პირადობის მოწმობის ასლი;ბ)ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან იმის შესახებ, რომ პირი არის ამ დაწესებულების სტუდენტი, კურსისა და ფაკულტეტის მითითებით;გ) ატესტატის ასლი;დ) ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა - ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი;ე)უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების ასლი;ვ) ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადაყვანის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსების და მიღებული შეფასებების შესახებ.3. დაევალოს ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ფაკულტეტის დეკანებს 2009-2010 სასწავლო წლის პირველი სემესტრისათვის გადაყვანა/ აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველ პირთა მიერ გავლილი სასწავლო კურსების მიმღები უმაღლესი საგანამანთლებლო დაწესებულებაში არსებული პროგრამებთან შესაბამისობების დამდგენი კომისიის შექმნა.4. განისაზღვროს ვადა წერილობითი გამოცდისათვის (ესსე) 2009 წლის 31 აგვისტო 11: 00 საათი, იმ შემთხვევაში თუ ჩარიცხვის მსურველ პირთა რაოდენობა აღემატება ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გადაყვანა/აღდგენის წესით ჩარიცხვისათვის გამოქვეყნებული ადგილების რაოდენობას.5. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009-2010 სასწავლო წლის პირველი სემესტრისათვის გადაყვანა/აღდგენის წესით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველი პირები, რომლებმაც ჩააბარეს წერილობითი გამოცდა 2009 წლის 15 ივლისს მიიღეს 31 ქულა და მეტი თავისუფლდებიან წერითი გამოცდისაგან. 6. უნივერსიტეტის კანცელარიას დაევალოს ამ ბრძანების საჯაროდ გამოქვეყნება.7. უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაევალოს ამ ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.8. უნივერსიტეტის კანცელარიას დაევალოს, მიაწოდოს ამ ბრძანების ასლები უნივერსტეტის ყველა ფაკულტეტს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, იურიდიულ სამსახურსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

რექტორი გიგი თევზაძე

ბანერები