ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დისკუსიები

პანელური დისკუსია თემაზე: „ვინ აშენებს ქალაქებს”

დისკუსიები

27 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა განათლების გამოფენის ფარგლებში გამართავს საჯარო პანელურ დისკუსიას თემაზე: „ვინ აშენებს ქალაქებს”.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:

  • მოდერატორი – ვახტანგ ბალავაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
  • მაიკლ სონდერსი, ტექნოლოგიების სკოლის ხელმძღვანელი, სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი;
  • ია კუპატაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, არქიტექტურის პროგრამის ხელძღვანელი;
  • ანნა პავლიაშვილი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის კურსდამთავრებული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის კლუბის ვიცე-პრეზიდენტი;
  • ირაკლი ამბოკაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის კურსდამთავრებული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის კლუბის პრეზიდენტი.

დრო: 27 მაისი, 18:00 საათი

ფორმატი: დისტანციური

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/2ROqppl

2021 წელი 

ბანერები