ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დისკუსიები

„ჯაშუში“ დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია

დისკუსიები

1-ელ აპრილს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მედიის განვითარების ფონდი (MDF), The WHY Foundation-ის (TWF) მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით გამართავს დოკუმენტური ფილმის „ჯაშუში“ ჩვენებასა და დისკუსიას.

დისკუსიას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  უმაღლესი კვლევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი გიგა ზედანია, შეხვედრას მოდერაციას გაუწევს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი.

ბოსე ლინდქვისტის დოკუმენტური ფილმი  „ჯაშუში” (Undercover in the alt-right) გვიყვება 25 წლის შვედ სტუდენტ, პატრიკ ჰემერსონზე, რომელმაც გადაწყვიტა სადისერტაციო თეზისის კვლევის მიზეზით ულტრამემარჯვენე ჯგუფის წევრად ჩანერგილიყო. ის ლონდონიდან ვაშინგტონში გაემგზავრა და შეუერთდა ნეონაცისტებს, რათა ამ გზით უფრო მეტი გაეგო მათ ცხოვრებასა და მიზნებზე.

ჯგუფში შეღწევა მარტივი  პროცესი არ ყოფილა, ამისთვის პატრიკს თვეები დასჭირდა. ასევე ძალიან რთული იყო  მათი იდეების (მისთვის სრულიად მიუღებელი) მოსმენა და გამეორება. „გინდა იყვირო, რამე გააკეთო - წახვიდე, მაგრამ ამას ვერ იზამ. უნდა იჯდე და გაიღიმო,” - იხსენებს პატრიკი.

მისი რეალური მიზნების გამჟღავნების შემდეგ პატრიკი მუქარის ადრესატიც გახდა, მიუხედავად ამისა, ფიქრობს, რომ  ახლა კომფორტულია იმ ადამიანების საქმიანობის შორიდან კვლევა, რომლებთანაც ადრე ახლო კონტაქტი ჰქონდა.

ღონისძიება ეწყობა პროექტის „ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე: DemDoc ახალგაზრდებისთვის“  მხარდაჭერით. მას მედიის განვითარების ფონდი (MDF) The WHY Foundation-თან (TWF) პარტნიორობითა და The New Democracy Fund (NDF)-ის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობას ქვეყნის დემოკრატიულ, სოციალურ-ეკონომიკურ და მდგრადი განვითარების პროცესებში.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 1-ელი აპრილი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2024

 

ბანერები