ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დისკუსიები

პანელური დისკუსია თემაზე: „რატომ უნდა ვისწავლოთ ინჟინერია”

დისკუსიები

28 მაისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა განათლების გამოფენის ფარგლებში გამართავს საჯარო პანელურ დისკუსიას თემაზე: „რატომ უნდა ვისწავლოთ ინჟინერია”.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორები და ქართველი ინჟინრები მოგიყვებიან, როგორ იქმნება და გამოიყენება ჭკვიანი მოწყობილობები, როგორია კომპიუტერული ინჟინერიის მომავალი, როგორ უნდა გახდეთ კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტი და დასაქმდეთ საუკეთესო კომპანიებში.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:

  • მოდერატორი: ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით, კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი;
  • მიხეილ ელაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გეოფიზიკის მიმართულებით. მისი ჯგუფი იკვლევს ვარძიას, უფლისციხეს, ზღვაში ჩაძირულ გემს;
  • გოგა ვეშაპიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის პროფესორი ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართულებით, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი;
  • მიხეილ  წიკლაური, Apple -ის მთავარი ტექნოლოგიური ლიდერი;
  • გივი ბერიძე, Edison Tech Solutions-ის დამფუძნებელი.

დრო: 28 მაისი, 18:30 საათი

ფორმატი: დისტანციური

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3yISW0b

2021 წელი

ბანერები