ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დისკუსიები

პანელური დისკუსია თემაზე: „ქალები ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში”

დისკუსიები

27 მაისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა განათლების გამოფენის ფარგლებში გამართავს საჯარო პანელურ დისკუსიას თემაზე: „ქალები ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში”.

ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში წარმატებული ქალები გესაუბრებიან, რატომ არის მნიშვნელოვანი ქალების ჩართულობა ამ დარგებში და რა შესაძლებლობებია გოგოებისთვის ამ მიმართულებით.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:

  • მოდერატორი: ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით, კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი;
  • ნინო ნანიტაშვილი, ინოვაციებისა და ციფრული განვითარების კონსულტანტი;
  • მარიამ გაგუა,  საქართველოს ბანკის Digital Product Owner-ი;
  • გეიოლ გენონი, ენჯელ ინვესტორი, ჯანმრთელობის ტექინვესტიციის ბანკირი. იგი 20 წელზე მეტია ეხმარება მეწარმეებს ჯანდაცვის სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით და საკმაოდ ცნობილია სილიკონის ველზე. გეილი აქტიური ბიზნესტრენერი, მრჩეველი და ოფიციალურად PATH-Gates Foundation- ის პროგრამის ოფიცერია. იგი აგრეთვე არის ქცევითი და ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგი.

დრო: 27 მაისი, 20:00 საათი

ფორმატი: დისტანციური

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/2RR21n0

2021 წელი

ბანერები